30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში სულ 1 740 652 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ამომრჩეველთა აქტივობამ 49% შეადგინა, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო). თბილისში საარჩევნო უბნებზე 457 851 ანუ დედაქალაქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა (981 505) თუმცა თავდაპირველ განცხადებაში, ცესკომ 20 საათის უფრო მაღალი აქტივობის მონაცემები გამოაქვეყნა (მთელი საქართველოს მასშტაბით 51%, თბილისში - 51.5%), განაცხადა, რა რომ ეს მონაცემები შესაძლოა მცირედით შეცვლილიყო. შემდეგ, აქტივობის ოფიციალური მონაცემი 49%-მდე დაეცა. |
|||
Civil.Ge © 2001-2025