ყოფილმა სახალხო დამცველმა და ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დღეს განაცხადა, რომ მან ”ალიანსის” რიგები დატოვა და ყოფილი თანაგუნდელები გააკრიტიკა იმის გამო, რომ გამარჯვების შანსი იქნა ხელიდან გაშვებული. მან ტელეკომპანია ”იმედთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ერთი თვით ადრე მიიღო, როცა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატის რანგში, თუმცა ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია, რადგან ”არ მინდოდა ზიანი მიმეყენებინა ამ ამბის გახმაურებით ”ალიანსის” საარჩევნო პროცესისთვის”. ”მე ამას ვინახავდი არჩევნების შემდეგ,”- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ცნობილი იყო ყოფილი თანაგუნდელებისთვის, რომლებთან ალიანსშიც გასული სექტემბრიდან იმყოფებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ”ალიანსს” ჰქონდა გამარჯვების მაღალი შანსი, თუმცა ”ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ”. ”ალიანსი” არ შექმნილა იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეგო გიორგი ლაღიძისთვის ან მეტი ქულა მოგვეგროვებინა, ვთქვათ, ზვიად ძიძიგურზე,”- განაცხადა მან, ”ალიანსის” მიზანი იყო, რომ შეგვეცვალა ხელისუფლება და ეს ჩანდა ბოლო-ბოლო ალიანსის სლოგანშიც და ალიანსს სხვანაირი მოქმედებები სჭირდებოდა, მაგრამ რადგან ჩვენი ხედვა ამაში არ დაემთხვა, მე უბრალოდ მაინც გადავწყვიტე თავი შემეკავებინა ალიანსიდან წამოსვლის გადაწყვეტილების გახმაურებაზე არჩევნებამდე”. |
|||
Civil.Ge © 2001-2025