ოპოზიციის ნაწილი ვადამდელი არჩევნების საჭიროებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Jun.'10 / 14:20

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და ჯგუფმა, რომელთაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, პოსტ-საარჩევნო პერიოდისთვის საკუთარი პოზიციების გამოკვეთა დაიწყეს და განაახლეს მოწოდებები ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად კოორდინირებული მოქმედებების საჭიროებაზე.

ალიანსი საქართველოსთვის ამგვარი მოწოდებებისგან დისტანცია დაიკავა. გამოაცხადა áƒ áƒ მისმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომ  áƒáƒ®áƒšáƒ მისი კოალიციის უმთავრესი მიზანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და 2012 წლის საპრლამენტო არჩევნებისთვის მზადება.

ნინო ბურჯანაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა, განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ მისი პარტია მართალი იყო, როცა არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

”სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და დადასტურდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო ფარსი,”- განაცხადა მან პარტიის რეგიონალურ კოორდინატორებთან შეხვედრაზე 3 ივნისს.

ბურჯანაძის თქმით, ახლა მისი პარტიისთვის მნიშვნელოვანია გაძლიერდეს მისი რეგიონალური ორგანიზაციები, რათა áƒ›áƒáƒ¡áƒáƒ®áƒšáƒ”ობას ”გავაცნობთ ქვეყანაში არსებულ რეალური ვითარება და ჩვენი ხედვას, თუ როგორ და რა გზით ვაპირებთ მათთან ერთად ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლის გაგრძელებას და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მიღწევას.” 

”დღეს გაცილებით მეტ ადამიანს აქვს ჩვენი პარტიის იმედი. უფრო მეტი ადამიანი ხვდება რამდენად თანმიმდევრულები ვართ და არ ვურიგდებით არსებულ რეალობას,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

”ძალიან საინტერესოა, როგორ აპირებდა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია დღეს არსებულ თვითმმართველობაში მოსვლით ხელისუფლების რეალურად შეცვლას. თავიდანვე ნათელი იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნებით ქვეყანაში რეალური ცვლილებების განხორციელების შანსი არ არსებობდა; ასევე ნათელი იყო, რომ ოპოზიცია წინასწარ წაგებულ არჩევნებში ჩაერთო და ის ნამდვილად ვერ გაიმარჯვებდა,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხეს ერთიანი ფრონტით დაპირისპირებოდნენ მმართველ პარტიას, რამაც განაპირობა მათი მარცხი.  

”სწორედ ამიტომ არ მივიღებთ საყვედურებს ოპოზიციისგან და მათი მარცხის ჩვენზე გადმობრალებას,”- განაცხადა მან.

მისი ეს განცხადება სავარაუდოდ ეხებოდა ალასანიას შეფასებას, რომელმაც 3 ივნისს განაცხადა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების ბოიკოტირებით ხელი შეუწყო ”ნიჰილიზმის” გაღვივებას ოპოზიციური ელექტორატის ნაწილში, რამაც განაპირობა ამომრჩეველთა იმაზე უფრო დაბალი აქტივობა, ვიდრე თავად მოელოდა. 

თუმცა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის პარტიას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, მას ბოიკოტი არ გამოუცხადებია. ”ჩვენ მასში [არჩევნებში] მონაწილეობა მივიღეთ, როგორც ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებმა,” - აღნიშნა მან.

”მივმართავთ პარტიებს, რომლებიც გვპირდებოდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვებით და თვითმმართველ ორგანოებში მოსვლით ქვეყანაში არსებულ უმძიმეს რეალობას შეცვლიდნენ. შეცვალეთ ბატონებო და გაათავისუფლეთ ჩვენი და სხვა პარტიების  უკანონოდ დაპატიმრებული წევრები, რომლებიც დღესაც ციხეში არიან; აღადგინეთ ადამიანები სამსახურებში, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ”დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან; დაუბრუნეთ ადამიანებს ის ფინანსური და მატერიალური რესურსი, რომელიც ხელისუფლებამ წაართვა,”- განაცხადა მან.

ალიანსი საქართველოსთვის კრიტიკის სამიზნე გახდა ასევე მისი ყოფილი წევრების სოზარ სუბარის, რომელმაც ალიანსის დატოვების შესახებ არჩევნების დასრულების შემდეგ გააკეთა განცხადება და კოკა გუნცაძის მხრიდან, რომელმაც ასევე დატოვა ეს პოლიტიკური გაერთიანება. გუნცაძის თქმით, ალიანსმა ვერ მოახერხა ოპოზიციის ერთიანობის უზრუნველყოფა და თავადაც არ აღმოაჩნდა საკმარისი ძალა, რომ ხელისუფლების ალტერნატივად დაემკვიდრებინა თავი. ეს განცხადება როგორც ჩანს პასუხია ალასანიას მოსაზრებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ 30 მაისის არჩევნებმა ”ალიანსი” ოპოზიციურ ფრონტზე ლიდერად და ხელისუფლების ალტერნატივად გამოკვეთა. სუბარიც და გუნცაძეც ”ალიანსის” წევრებად წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ ნომინალურად რჩებოდნენ.

ქართულ პრესაში უკვე გამოჩნდა ვარაუდები, რომ ბურჯანაძის პარტიის ირგვლივ ახალი ოპოზიციური გადაჯგუფებაა მოსალოდნელი, მათ შორის სხვებთან ერთად საუბარია ყოფილ თავდაცვის მინისტრზე ირაკლი ოქრუაშვილზე, ყოფილ სახალხო დამცველზე სოზარ სუბარზე და დაიცავი საქართველოს ლიდერზე ლევან გაჩეჩილაძეზე, რომელიც ასევე გაემიჯნა ბოლო ეტაპზე ადგილობრივი არჩევნების თემატიკას. ამ ვარაუდებს ჯერ ოფიციალურად არავინ ადასტურებს, თუმცა მოქმედი პირები არც იმას გამორიცხავენ რომ კონსულტაციები შედგეს. 

ეროვნულმა ფორუმმა, რომელმაც ასევე არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდა ოპოზიციას დაუყოვნებელი დაიწყოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, რათა შემდეგ დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების ჩატარება დადგეს.

”საქართველოს 2012 წლამდე [როდესაც საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი] დრო არ აქვს,”- განაცხადა ”ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში 4 ივნისს.

მისი თქმით, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები სააკაშვილის მიერ დაგებული ნაღმი იყო და და ამ დანაღმულ ველზე ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ”თავი აიფეთქა”.

ბურჯანაძის მსგავსად, áƒ›áƒáƒœáƒáƒª თქვა, რომ ”ფორუმმა” გამოაცხადა ”პასიური ბოიკოტი” და რომ áƒ›áƒ˜áƒ¡ პარტიას არასოდეს მოუწოდებია ამომრჩევლისთვის არ მისულიყო არჩევნებზე.

ლეიბორისტული პარტია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ელექტორატი ჰყავს, ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ ყველაზე ხშირად მოუწოდებდა. 

ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა 4 ივნისს, რომ არჩევნებში - რაც მისი შეფასებით, ”ფალსიფიცირებული ტრაგიკული სპექტაკლი” იყო - მონაწილეობის მიღებით ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება ”გაურკვეველი დროით გაახანგრძლივეს”. მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა ”ამერიკის ლოცვა-კურთხევით”, რომელსაც, მისი თქმით, áƒáƒ  სურს ლეიბორისტული პარტიის ხელისუფლებაში დაშვება. მან ასევე განაცხადა, რომ მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მეორე ნაწილი ”მონურად კოლონიზებულია” აშშ-ის მიერ. ”ჩვენ დღეიდნ ვქმნით ანტიკოლონიურ საზოგადოებრივ ცენტრს იმპერიალიზმისა და მისი თბილისური მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ,”- განაცხადა ნათელაშვილმა. 

Civil.Ge © 2001-2024