ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალის ინციდენტებით შეშფოთებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jun.'10 / 13:01

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ”შეშფოთებას გამოთქვამს”  გალის რაიონში მომხდარ ბოლოდროინდელ ინციდენტებზე მიღებული ინფორმაციების გამო, რომლის შედეგად გარდაიცვალა სამი ადგილობრივი თანამდებობის პირი, ჭრილობები მიიღეს სხვა პირებმა, ადგილი ჰქონდა დაკავებათა რიგს áƒ“ა გავრცელდა ცნობები რამდენიმე სახლის გადაწვის შესახებ.

აფხაზური წყაროების ცნობით, გალის რაიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1 ივნისს áƒ›áƒáƒ™áƒšáƒ”ს აფხაზი მებაჟე, ხოლო 3 ივნისს მომხდარი ცალკე ინციდენტის დროს მანქანაში ჩაცხრილეს გალის რაიონის სოფელ რეპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ქართული წყაროები 6 ივნისს იტყობინებოდნენ, რომ გალის სოფელ დიხაზურგაში ჩატარებული ”სადამსჯელო ოპერაციის” შედეგად ”აფხაზმა სეპარატისტებმა” გადაწვეს რამდენიმე სახლი და რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი დააპატიმრეს.

”მდგომარეობა სწრაფად ცვალებადია და დეტალები კვლავ უცნობია,”- განაცხადა მისიამ 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, ”რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ გააჩნია რეგიონში შესვლის შესაძლებლობა, მას არ შეუძლია ამ ინციდენტების ზუსტი არსის ან დინამიკის დადგენა. მაშინ როდესაც ადგილობრივი გამოძიება მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს კომენტარებისგან, რომლებსაც შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ დაძაბულობა რეგიონში. თავშეკავება არის საჭირო იმისათვის, რომ ზიანი არ მიადგეს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობას და საფრთხე არ დაემუქროს სტაბილურობას”.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს მხარეებს, რომ ”აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეხვედრა ხელისუფლების ყველა შესაბამის წარმომადგენელს შორის აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს”.

Civil.Ge © 2001-2024