ნოღაიდელი ოქრუაშვილს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jun.'10 / 17:04

ზურაბ ნოღაიდელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი 8 ივნისს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა.

”საუბარი შეეხო საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას და ოპოზიციურ ძალებს შორის თანამშრომლობის საკითხებს,”- იტყობინება ნოღაიდელის პარტიის პრესსამსახური.

მათი ცნობით, შეხვედრა ”დასავლეთ ევროპაში” შედგა, თუმცა კონკრეტულად სად გაიმართა ამ ეტაპზე არ ხმაურდება. პრესსამსახურის თქმით, შეხვედრის დეტალებზე ხვალ ზურაბ ნოღაიდელი თავად ისაუბრებს.

ირაკლი ოქრუაშვილმა 27 მაისს ტელეკომპანია ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობენ, ეროვნული საბჭო და კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი ”სიტუაციას ყველაზე პრაგმატულად უყურებს.”

Civil.Ge © 2001-2024