საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უკრაინას ოფიციალური ვიზიტით 10-11 ივნისს ეწვევა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება. ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე თავის უკრაინელ კოლეგას კონსტანტინე გრიშენკოს შეხვდება და ”საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს” განიხილავს. საქართველოს საგარეო უწყება ასევე იტყობინება, რომ დაგეგმილია საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერა. |
|||
Civil.Ge © 2001-2025