საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც "ძალიან მნიშვნელოვანია“ ქვეყნისთვის, “ფინალურ სტადიაში გადადის,“ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 19 ივნისს. "ალბათ ამ შემოდგომაზე უკვე პარლამენტში გვექნება ძალიან აქტიური დისკუსიები მომავალ ქართულ კონსტიტუციაზე,“ – განაცხადა ბაქრაძემ ტელეკომპანია "იმედის“ გადაცემაში "სპეციალური რეპორტაჟი“. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ახალი კონსტიტუციის საბაზისო პროექტი 11 მაისს მიიღო. |
|||
Civil.Ge © 2001-2025