საკადრო ცვლილებები ხელისუფლებაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Jun.'10 / 13:48
მარცხნიდან მარჯვნივ: ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრად წარდგენილი რამაზ ნიკოლაიშვილი; ახალგაზრდობისა და სპორტის ახალ სამინისტროში წარდგენილი ლადო ვარძელაშვილი; ეკონომიკის მინისტრად წარდგენილი ვერა ქობალია და საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე თორნიკე გორდაძე. áƒ¤áƒáƒ¢áƒ: ინტერპრესნიუსი

თავრობაში საკადრო ცვლილებების შედეგად სამი ახალი მინისტრი დაინიშნება და ახალგაზრდობისა და სპორტის ცალკე სამინისტრო შეიქმნება.

ამის áƒ¨áƒ”სახებ ცვლილებების ერთობლივ პრეზენტაციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 25 ივნისს ისაუბრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით ტყეშელაშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონეული მართვის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი ინიშნება, ხოლო მისი მოადგილე ჟურნალისტი და „რუსთავი 2“–ის áƒ¡áƒáƒ˜áƒœáƒ¤áƒáƒ áƒ›áƒáƒªáƒ˜áƒ სამსახურის მოქმედი უფროსი áƒ˜áƒ áƒ›áƒ ნადირაშვილი გახდება. ეს უკანასკნელი, პრეზიდენტის თქმით, áƒžáƒ áƒ”სსთან ერთად სხვა áƒ›áƒ˜áƒ›áƒáƒ áƒ—ულებებზეც იქნება პასუხისმგებელი.

პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია სახელმწიფო დაცვის სამსახურს ჩაუდგება სათავეში.

დავით ტყეშელაშვილის ადგილს მთავრობაში რამაზ ნიკოლაიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონეული მართვის სამინისტროს დაქვემდებარებული საგზაო დეპარტამენტის მოქმედი ხელმძღვანელი დაიკავებს.

ეკონომიკის ახალ მინისტრად ვერა ქობალია დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილი შეცვალა. პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს მადლობა გადაუხადა ამ პოსტზე ათთვიანი მუშაობის დასასრულს.

ვერა ქობალია იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი იყო, რომელიც რამდენიმე თვეა რაც დააფუძნა  კანადიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც აფხაზეთიდან 90–იან წლებში მომხდარი კონფლიქტის შედეგად იყო საქართველოდან ლტოლვილი. მას პრეზიდენტმა კანადაში „ძალიან წარმატებული ბიზნესვუმენი“ უწოდა. ქობალიას ოჯახი ვანკუვერში 2001 წლიდან პურის საცხობის ბიზნესს ეწევა.

მთავრობაში შეიქმნება ახალგაზრდობისა და სპორტის ცალკე სამინისტრო და მას სათავეში შიდა ქართლში პრეზიდენტის ამჟამინდელი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი ჩაუდგება. ჯერ–ჯერობით უცნობია ვინ შეცვლის ვარძელაშვილს პრეზიდენტის რწმუნებული პოსტზე.

ამ áƒ¡áƒ¢áƒ áƒ£áƒ¥áƒ¢áƒ£áƒ áƒ£áƒš ცვლილებას საკანონმდებლო შესწორება სჭირდება,  áƒ áƒáƒ›áƒšáƒ˜áƒ¡ შედეგადაც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტის სეგმენტი გამოეყოფა და ცალკე áƒ¡áƒáƒ›áƒ˜áƒœáƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ áƒáƒ“ ჩამოყალიბდება. ამდენად, მთავრობაში სულ 17 სამინისტრო და 3 სახელმწიფო მინისტრი იარსებებს. 

იმავდროულად, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, რომელიც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს áƒ¡áƒáƒ¥áƒ•áƒ”უწყებო დაწესებულება იყო, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.  

იმის გამო, რომ უკანასკნელი ცვლილებებით ბოლო დროს შეცვლილი მინისტრების საერთო რაოდენობამ კაბინეტის სრული შემადგენლობის 1/3–დს გადააჭარბა, მთავრობისა და მისი პროგრამის დამტკიცება პარლამენტს მოუწევს.

პრეზიდენტის თქმით, მთავრობა არის "სტაბილური ორგანიზმი“ და 2008 წლის შემდეგ მასში ცვლილებები ხდება უფრო იშვიათად, ვიდრე მანამდე "დაღვინების პერიოდში მყოფი პრეზიდენტობის და მთავრობის პირობებში“. 

“მთავრობა, რომელიც ეფუძნება კადრების სტაბილურობას, ასევე ეფუძნება რეზულტატით შეფასებას ადამიანების – თუ ადამიანი კონკრეტული მიმართულებით რეზულტატს ვერ აღწევს, ის აუცილებლად უნდა იყოს გადასროლილი სხვა მიმართულებაზე,“– განაცხადა სააკაშვილმა, "ეს არის მთავრობა, რომელიც ეფუძნება მუდმივ განახლებას ასევე და მუდმივად, თუნდაც მცირე დოზებით ახალი სისხლის შევსებას და შეშხაპუნებას. ამის გარეშე ქვეყანა ვერ წავა წინ. ყოველთვის უნდა ხდებოდეს გარკვეული განახლება განსაკუთრებით კვალიფიციური, გამოცდილი ახალგაზრდა კადრებით“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე თორნიკე გორდაძე, რომელიც ბოლო 15–16 წელი საფრანგეთში ცხოვრობდა და „ძალიან ცნობილი პოლიტოლოგია პარიზში". თორნიკე გორდაძე ანატოლიის კვლევის ფრანგული ინსტიტუტის კავკასიის ცენტრის დირექტორი იყო. 

სააკაშვილის თქმით, მინისტრის ახალი მოადგილე ევროპულ "უმნიშვნელოვანეს" მიმართულებაზე, კერძოდ, კი ევროკავშირთან სავიზო შეთანხმების ამოქმედებაზე, თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირებული ხელშეკრულებების მომზადებაზე იქნება პასუხისმგებელი. áƒžáƒ áƒ”ზიდენტის განცხადებით, ასოცირებულ შეთანხმებაზე მუშაობა 15 ივლისიდან დაიწყება.

Civil.Ge © 2001-2024