უშიშროების საბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიას განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Jun.'10 / 15:55

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიწვია. სხდომის მონაწილეები  განიხილავენ სამოქმედო გეგმას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მთავრობის მიერ მომზადებული სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა 29 ივნისს დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობის áƒ›áƒ–ადყოფნა დაადასტურეს. სხდომაში ასევე მიიღებს მონაწილეობას მრეწველთა პარტიის წარმომადგენელი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ შედგება უკვე შემუშავებული სამოქმედო გეგმის "სიღრმისეული განხილვა“.

ეროვნულ–დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც ერთი წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში, განაცხადა, რომ სხდომაზე დააყენებს ”მაღალი სტატუსის მქონე კომისიის” შექმნის საკითხს, რათა საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე ახალი საარჩევნო კოდექსი მომზადდეს.

ადგილობრივი არჩევნების წინ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე სპეციალური ჯგუფი მუშაობდა, რომელმაც ვერ მიაღწია კონსენსუსს თბილისის მერის არჩევის წესის ძირითად პრინციპებზე.

თავიანთ ბოლო ანგარიშში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე არჩევნებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის განახლებისკენ მოუწოდეს.

„არსებულმა საარჩევნო კოდექსმა და სხვა კანონებმა, რომლებიც არჩევნებს არეგულირებენ, უამრავი ცვლილება განიცადეს იმ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რომლებიც არჩევნების დროს გამოვლინდა. ამან გამოიწვია საარჩევნო კოდექსში ურთიერთსაწინააღმდეგო ან ბუნდოვანი დებულებების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამიტომ, საჭიროა ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავება და რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალის კონსესუსის საფუძველზე áƒ¡áƒáƒáƒ áƒ©áƒ”ვნო სისტემის შექმნა. ეს არჩევნებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე უნდა დასრულდეს,“ – ნათქვამია თანამომხსენებლების ანგარიშში.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 19 ივნისს განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსზე სამუშაო ჯგუფი მუშაობას, სავარაუდოდ, შემოდგომიდან განაახლებს.

Civil.Ge © 2001-2024