საქართველოს რკინიგზა 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციებს განათავსებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Jul.'10 / 14:38

საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციებს განათავსებს, განაცხადა პრემიერ–მინისტრის პრესსპიკერმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემაში „ბიზნეს კურიერი“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ áƒžáƒ áƒ”მიერ–მინისტრი ნიკა გილაური 7–8 ივლისს ლონდონს ეწვევა და JP Morgan–ის მიერ ორგანიზებულ საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციების როუდ–შოუს გაუძღვება. 

ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით ზუსტდება რა ვადით განისაზღვრება ეს ობლიგაციები. „ჩვენ შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ეს იქნება ხუთიდან შვიდ წლამდე ვადიანობის მქონე ევროობლიგაციები,“ – დასძინა áƒ›áƒáƒœ.

იმავე ინფორმაციით, მოზიდული თანხის ძირითადი ნაწილი რკინიგზის შემოვლითი პროექტის განხორციელებას მოხმარდება. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი 100 მილიონ ევროს გამოყოფს თბილისის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის ქალაქის ჩრდილოეთით, 10 კილომეტრის მოშორებით გადატანის მიზნით.  რკინიგზის ეს მონაკვეთი საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნით ტვირთების მოძრაობის მთავარ მარშრუტს წარმოადგენს.

 

Civil.Ge © 2001-2024