თბილისის "ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Jul.'10 / 15:49

საქართველოს მთავრობამ 3 ივლისს დაამტკიცა "ჩართულობის სტრატეგიის  სამოქმედო გეგმა“ – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქმედებებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განსახორციელებლად.

მთავრობის განცხადებით, სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა ეფუძნება "ადამიანზე ორიენტირებულ“ მიდგომას, რომლის მიზანიცაა "იზოლაციის“ შემცირება და სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების "კეთილდღეობის გაუმჯობესება“, ასევე "საზოგადოების ერთმანეთისაგან დაშორიშორებული წევრების შერიგების პროცესის“ ხელშეწყობა.

სამოქმედო გეგმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ფართო კონსულტაციების áƒ’ზით მოამზადა და სწორედ, ეს უწყება იქნება პასუხისმგებელი მის განხორციელებაზე.

გეგმა მოიცავს ოთხ განზომილებას – ჰუმანიტარულს (ჰუმანიტარული დახმარება;  სტიქიური უბედურებები), ადამიანურს (საზოგადოებათაშორისი ურთიერთობები; კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის შენარჩუნება; ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელება; áƒáƒ“ამიანის უფლებები; ახალგაზრდული აქტივობა), სოციალურსა (განათლება; áƒ¯áƒáƒœáƒ“აცვა; áƒ’არემოს დაცვა) და ეკონომიკურს (ვაჭრობა; áƒ”რთობლივი წარმოება; áƒ™áƒáƒ›áƒ£áƒœáƒ˜áƒ™áƒáƒªáƒ˜áƒ;  ინფრასტრუქტურა).

ამ მიმართულებებით პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად, სამოქმედო გეგმა, შვიდი "მექანიზმის“ შემოღებას ითვალისწინებს. ესენია: ნეიტრალური სტატუსის მქონე საკოორდინაციო მექანიზმი; პირადობის ნეიტრალური მოწმობა და სამოგზაურო დოკუმენტი; ნდობის ფონდი; ერთობლივი საინვესტიციო ფონდი; თანამშრომლობის სააგენტო; ფინანსური ინსტიტუტი; და ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონა.

ნეიტრალური სტატუსის მქონე საკოორდინაციო მექანიზმი

თბილისი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ეგიდით ნეიტრალური სტატუსის მქონე საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომლის ოფისებიც სოხუმში, ცხინვალში და თბილისში განთავსდება.

სამოქმედო გეგმის თანახმად, ამ მექანიზმის მიზანია საქართველოს მთავრობასა და "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელ ძალაუფლებას" შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა – ამ ტერმინს სტრატეგია სოხუმსა და ცხინვალში áƒ›áƒáƒ¥áƒ›áƒ”დ ხელისუფლებების მისამართით იყენებს, რომელთაც ჩვეულებრივ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოიხსენიებენ, როგორც მოსკოვის "მარიონეტულ რეჟიმებს“.

საკოორდინაციო მექანიზმი შედგება ორივე მხარესთან შეთანხმებული და ერთობლივად დანიშნული კოორდინატორებისაგან და ითვალისწინებს ოფისებს მცირე დამხმარე პერსონალით როგორც სოხუმსა და ცხინვალში, ასევე თბილისში.

სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ ეს მექანიზმი, შესაძლოა, დაეფუძნოს მანამდე არსებულ ფორმატებს, როგორიცაა ქართულ–აფხაზური ორმხრივი საკოორდინაციო კომისია. 2006 წელს იყო მცდელობა ამ კომისიის მუშაობის განახლებისა. თუმცა, ამ მექანიზმის ფარგლებში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა თბილისში 2006 წლის მაისში

ნეიტრალური პირადობის áƒ›áƒáƒ¬áƒ›áƒáƒ‘ა და სამოგზაურო დოკუმენტი

სამოქმედო გეგმა საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომელიც სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის და სამოგზაურო ნეიტრალური დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს (ნეიტრალური ამ შემთხვევაში ნიშნავს ნეიტრალურს მოქალაქეობის მიმართ).

სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ხშირად გამოთქვამდა პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორი რეგიონის რუსული პასპორტების მქონე áƒ›áƒáƒ¡áƒáƒ®áƒšáƒ”ობას ხშირად ეუბნებოდნენ უარს ევროპის და აშშ–ის ვიზების გაცემაზე.

გარდა იმისა, რომ ამგვარი ნეიტრალური დოკუმენტების მქონეთ საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლება ექნებათ, მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება დანარჩენ საქართველოში áƒáƒ áƒ¡áƒ”ბული áƒ¡áƒáƒªáƒ˜áƒáƒšáƒ£áƒ áƒ˜ და საგანმანათლებლო "სიკეთეები". áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთის მოსახლეობისთვის ამგვარი დოკუმენტები აფხაზურ და ქართულ ენებზე დაიბეჭდება, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, áƒ¡áƒáƒ®áƒ”ლმწიფო ენებია აფხაზეთის ავტონომიაში.

ნდობის ფონდი

სამოქმედო გეგმის თანახმად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფ ხაზებს შორის პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის გრანტების გაცემის მიზნით შეიქმნება ნდობის ფონდი, რომლის მართვა განხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და რომელიც შეითავსებს დონორთა მრჩევლის ფუნქციებსაც.

ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

სამოქმედო გეგმის თანახმად, ერთობლივი საინვესტიციო ფონდი დაეხმარება ისეთ  ბიზნესსაქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, დასაქმებასა და "გამყოფი ხაზებით“ დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის კომერციული კავშირების ხელშეწყობას. კერძო საინვესტიციო ფონდს ერთობლივად დააფინანსებენ დონორი ორგანიზაციები და ბიზნესსტრუქტურები და იგი ისარგებლებს ეროვნული და რეგიონული სავაჭრო პალატების მომსახურებით.

თანამშრომლობის სააგენტო

თანამშრომლობის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის დაქვემდებარებაში, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების განხორციელებას გაუწევს დახმარებას.   

"თანამშრომლობის სააგენტო დაეხმარება ორგანიზაციებს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს პარტნიორების მოძიებაში, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით დახმარებას აღმოუჩენს ადგილობრივ ხელისუფლებებს; ასევე, უზრუნველყოფს პროექტის საქმიანობისა და ბიზნესის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალთან; ჩამოაყალიბებს შესაძლებლობებს პოტენციური პარტნიორებისთვის საქართველოში და საზღვარგარეთ,“ – ნათქვამია სამოქმედო გეგმაში.

ფინანსური ინსტიტუტი

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს მთავრობის თანხმობით დარეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით შესაძლებელი გახდება ანგარიშების გახსნა და მომსახურება, ფულადი გადარიცხვების წარმოება და სხვა სამართლებრივი ოპერაციების განხორციელება. ფინანსური ინსტიტუტი შეიძლება მართოს საქართველოში უკვე არსებულმა რომელიმე ბანკმა, შეზღუდული კომერციული საბანკო ფუნქციებით, ნათქვამია სამოქმედო გეგმაში.

ინტეგრირებული სოციალურ–ეკონომიკური ზონა

სამოქმედო გეგმის თანახმად, ბიზნესსაქმიანობისა და სოციალური მომსახურების წარმართვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონა (ISEZ) შეიქმნება გამყოფი ხაზების სიახლოვეს საქართველოს კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე. დოკუმენტის თანახმად, "შესაძლებელია შეიქმნას შეღავათიანი საგადასახადო გარემო“ ამ ზონის საწარმოებისა და მოსახლეობისთვის. 

ცხინვალმაც და სოხუმმაც რამოდენიმეჯერ უარი თქვეს საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის განხილვაზეც კი. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თებერვალში განაცხადა, რომ ეს არის "ინსტრუქცია, თუ რა არ უნდა გააკეთოს აფხაზეთმა”.

 

Civil.Ge © 2001-2024