მუხროვანის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Jul.'10 / 17:07

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 9 ივლისს მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილი საქმის განხილვა დაიწყო.

18–კვირიანი მოსმენების შემდეგ, 11 იანვარს áƒ¡áƒáƒ¡áƒáƒ›áƒáƒ áƒ—ლოს ქვედა ინსტაციამ, თბილისის áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒšáƒáƒ¥áƒ სასამართლომ, გამოიტანა განაჩენი, რომელშიც დაეთანხმა ბრალდების მხარის ვერსიას, რომ მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონში 2009 წლის 5 მაისს განვითარებული მოვლენები ხელისუფლების დამხობისკენ გამიზნული ამბოხება იყო, და არა მხოლოდ რამოდენიმე სამხედრო მეთაურის  დაუმორჩილებლობა, როგორც ამას რამდენიმე ბრალდებული ამტკიცებდა. 

სულ 41 ადამიანს წაუყენეს სხვადასხვა ტიპის ბრალდებები; მათგან დაახლოებით ნახევარმა პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმა. მოსამართლემ მხოლოდ ერთი, ეროვნული გვარდიის ყოფილ მეთაური კობა კობალაძე გაამართლა ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების ნაწილში წაყენებულ ბრალდებაში. კიდევ სამი პიროვნება – რეინჯერთა ბატალიონის მეთაური ლევან ამირიძე, მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაური შოთა გორგიაშვილი და გადამდგარი პოლკოვნიკი კობა ოთანაძე საქალაქო სასამართლომ ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მოწყობაში დაადანაშაულა და მათ ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

სამივე ეს პირი და კიდევ 14 სხვა – მათ შორის სამოქალაქო პირი და ყოფილი სამხედროები, რომლებიც áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒšáƒáƒ¥áƒ სასამართლომ áƒ“ამნაშავედ ცნო, ზოგი დანაშაულის არშეტყობინებიში, ზოგიც დაუმორჩილებლობაში დახმარების გაწევაში, áƒ’ანაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული მოსმენების მსგავსად, ახლაც ამირიძის, გორგიაშვილის და ოთანაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში შეეცდებიან დაარწმუნონ სამი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ხელისუფლების დამხობა განზრახული არ ქონდათ. 

9 ივლისს წინასწარი მოსმენა გაიმართა, სადაც ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის სხდომათა სამომავლო გრაფიკზე.

Civil.Ge © 2001-2024