საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავის კოლეგას ვიქტორ იუნუკოვიჩს შეხვდა და 60 წლის იუბილე მიულოცა, იტყობინება სააკაშვილის პრესსამსახური 9 ივლისს. “უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას, რომელიც გულთბილ, მეგობრულ ვითარებაში გაიმართა, პრეზიდენტებმა უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს,“– ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. ამავე ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. “არა მგონია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი ეთიკური ნორმების შეუსაბამოდ მოიქცევა. მითუმეტეს, რომ უკრაინა ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა და აქ სტუმრების გაგდება მიღებული არ არის,“– განუცხადა ანა გერმანმა Life News–ს. პრეზიდენტ იანუკოვიჩის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მისი ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. |
|||
Civil.Ge © 2001-2025