საზოგადოებრივმა მაუწყებელმა Eutelsat-ის წინააღმდეგ საქმე წააგო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jul.'10 / 18:43

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი „პირველი კავკასიური áƒáƒ áƒ®áƒ˜áƒ¡“ ბედი გაურკვეველი რჩება მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის წამყვანი თანამგზავრების ოპერატორი კომპანიის Eutelsat-ის წინააღმდეგ პარიზის კომერციული დავების სასამართლოში საქმე წააგო.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაია ბიჭიკაშვილმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ პარიზის სასამართლომ 12 ივლისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი, რომელიც Eutelsat-ისგან მოითხოვდა აღედგინა რუსულენოვანი არხის მაუწყებლობა Eutelsat-ის W7 სატელიტზე -  ”პირველი კავკასიურისთვის” ყველაზე ხელსაყრელ სატელიტზე, რადგან იქიდან შესაძლებელია რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებზე მაუწყებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე მოითხოვდა იმ ფინანსური ზარალის ანაზღაურებას, რაც „პირველი კავკასიურის“ Eutelsat-ის სატელიტიდან მოხსნას მოყვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით „პირველი კავკასიურის“ თანამგზავრიდან მოხსნით Eutelsat-მა შეთანხმება დაარღვია.

Eutelsat-მა თავისი გადაწყვეტილება საცდელი პერიოდის გასვლით დაასაბუთა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან არანაირი კონტრაქტი არ არსებობდა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების თქმით, Eutelsat-ი რუსეთის ზეწოლის ქვეშ მოექცა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ დაგმეს „პირველი კავკასიური“ არხი და იგი საქართველოს „ანტი–რუსულ პროპაგანდად“ და ჩრდილოეთ კავკასიაში „ექსტრემიზნის იდეოლოგიის დანერგვის“ მცდელობად შეაფასეს.

Eutelsat-მა უარყო საქართველოს ბრალდება და განაცხადა, რომ 2009 წელს ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა W7 სატელიტზე ადგილის დაქირავებაში დაინტერესებულ რამოდენიმე კლიენტთან და გადაწყვიტა, რომ ეს ადგილი მოსკოვში განთავსებულ სატელიტურ კომპანია Intersputnik-ისთვის დაეთმო. ამ შეთანხმების მიხედვით, Intersputnik-მა Eutelsat-ის W7 სატელიტზე 16 ტრანსპონდერი იქირავა “გაზპრომ მედია ჯგუფის” კუთვნილი NTV-Plus-ისთვის სერვისების უზრუნველსაყოფად. Eutelsat-ის განცხადებით, მან Intersputnik-ისგან ”მყარი გარანტია” მიიღო, რომ W7-ზე ის ბევრად უფრო მეტ ადგილს აიღებდა, ვიდრე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი ”პირველი კავკასიურისთვის”. ანუ Eutelsat-ისთვის რუსული მხარის შეთავაზება კომერციულად გაცილებით უფრო მომგებიანი აღმოჩნდა. Eutelsat-მა სანაცვლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა სატელიტი, კერძოდ კი W2A შესთავაზა, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს შემოთავაზება უარყო იმ მოტივით, რომ ახლად შემოთავაზებული ადგილმდებარეობა სრულად ვერ ფარავდა იმ ტერიტორიებს, რომელზე მაუწყებლობაშიც ”პირველი კავკასიური” იყო დაინტერესებული.  

სატელიტიდან მოხსნის შემდეგ ”პირველი კავკასიური” თბილისში საკაბელო ქსელით მაუწყებლობდა და ინტერნეტში იყო ხელმისაწვდომი. მაგრამ, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, áƒ˜áƒ•áƒœáƒ˜áƒ¡áƒ˜áƒ¡ დასაწყისში, არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა ინფორმაციების განახლებას ის áƒ˜áƒœáƒ¢áƒ”რნეტ-გვერდზე კვლავაც აგრძელებს.

მაია ბიჭიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს „პირველი კავკასიურის“ მომავლის შესახებ ჯერ საბოლოო áƒ’ადაწყვეტილება არ მიუღია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაცემებით, Eutelsat–ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მას 900 000 ლარამდე დაუჯდა.

Civil.Ge © 2001-2024