საზოგადოებრივი მაუწყებელი უკმაყოფილოა პარიზის სასამართლოს "უსამართლო" ვერდიქტით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Jul.'10 / 13:32

საზოგადოებრივი მაუწყებელი "იმედგაცრუებულია“ პარიზის კომერციული სასამართლოს "უსამართლო და უსაფუძვლო“ ვერდიქტით, რომლითაც რუსულენოვანი არხის "პირველი კავკასიურის“ სატელიტური მაუწყებლობის შეწყვეტის გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი Eutelsat–ის წინააღმდეგ არ დაყმაყოფილდა.

13 ივლისს, გვიან გავრცელებული განცხადების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი განიხილავს წაგებული საქმის გასაჩივრების შესაძლებლობას.

მაუწყებელს ამ დრომდე ევროპის წამყვანი თანამგზავრების ოპერატორ კომპანიასთან, Eutelsat–თან სასამართლო დავა 900 000 ლარამდე დაუჯდა.

პარიზის სასამართლომ 12 ივლისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი, რომელიც Eutelsat-ისგან მოითხოვდა აღედგინა რუსულენოვანი არხის მაუწყებლობა Eutelsat-ის W7 სატელიტზე -  ”პირველი კავკასიურისთვის” ყველაზე ხელსაყრელ სატელიტზე, რადგან იქიდან შესაძლებელია რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებზე მაუწყებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე მოითხოვდა იმ ფინანსური ზარალის ანაზღაურებას, რაც "პირველი კავკასიურის“ Eutelsat-ის სატელიტიდან მოხსნას მოყვა იანვარში, მისი, დაახლოებით, ორკვირიანი სატესტო ეთერის შემდეგ.

"პირველი კავკასიური არის პირველი რუსულენოვანი საინფორმაციო არხი, რომელიც კრემლის მიერ არ კონტროლდება,“– ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ განაგრძობს მუშაობას “პირველი კავკასიური“ არხის შემდგომი განვითარებისთვის.

“მიღებულია გადაწყვეტილება უახლოესი თვეების განმავლობაში განახლდეს არხის მაუწყებლობა,“– აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

სატელიტიდან მოხსნის შემდეგ ”პირველი კავკასიური” თბილისში საკაბელო ქსელით მაუწყებლობდა და ინტერნეტში იყო ხელმისაწვდომი. მაგრამ, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, ივნისის დასაწყისში, არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა ინფორმაციების განახლებას ის áƒ˜áƒœáƒ¢áƒ”რნეტ-გვერდზე áƒ™áƒ•áƒšáƒáƒ•áƒáƒª აგრძელებს.

 

Civil.Ge © 2001-2024