სააკაშვილი მესტიის პოტენციალზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Jul.'10 / 18:20

პრეზიდენტი სააკაშვილი მესტიაში 7 ივლისს ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა და მოუწოდა "ადგილობრივ ვითომ ავტორიტეტებს“ ინვესტორებს "ცუდად არ გასცენ პასუხი“. მან ასევე ისაუბრა მესტიაში სამთო კურორტის განვითარების პოტენციალზე და ამ კუთხით ხელისუფლების გეგმებზე.

7 áƒ˜áƒ•áƒšáƒ˜áƒ¡áƒ¡ მესტიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შსს–ს ცნობით,  დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით, დაკავებულ იქნენ ადგილობრივი მკვიდრნი: ნელი ნავერიანი - მესტიის საკრებულოს ოპოზიციური წევრი და მისი სამი ნათესავი - áƒ“ავით ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი; ტარიელ ჯაფარიძე, "ენერგო პრო ჯორჯიას" მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი და შოთა ჯაფარიძე.

შსს–ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განმარტებით, საუბარია ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც მესტიის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათი თანამზრახველები კანადელ ინვესტორს, რომელმაც მესტიის რაიონში მიწის ნაკვეთი შეიძინა, საქმიანობაში ხელის არ შეშლის სანაცვლოდ, 70 ათას ლარს სძალავდნენ. ინვესტორმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

პოლიციის ცნობით, დაკავებულები იმ მოტივით სძალავდნენ კანადელ ინვესტორს თანხას, რომ მიწა  რომელზეც სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობდა მათ წინაპრებს ეკუთვნოდა და ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, მათი თანხმობის გარეშე სასტუმროს ვერავინ ააშენებდა.

შსს–ს áƒªáƒœáƒáƒ‘ით, დაკავების სპეცოპერაციისას სამართალდამცავებს რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა წინააღმდეგობა გაუწია დაკავებულთა გათავისუფლების მიზნით, რის შედეგადაც "სხეულის დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა და ოპერატორმა“.  წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მესტიის პოლიციაში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, აცხადებს უტიაშვილი.

ამ სპეცოპერაციის თაობაზე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის  – "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, "სამართალიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და "ადამიანის უფლებათა ცენტრი“ –  მიერ 10 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმხილველთა განცხადებით, სპეცოპერაციის დროს დაშავდა სულ მცირე ოთხი ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის ერთი რეზინის ტყვიით, რომლებიც შეეცადნენ "გამოსარჩლებოდნენ“ დაკავებულებს.

არასამთავრობოები ასევე აცხადებენ, რომ შსს–ის მიერ სპეცოპერაციის თაობაზე ტელევიზიებით  გავრცელებული ფარული ვიდეო ჩანაწერი "დაჭრილია“  და მასში არ ჩანს, დაკავებულთა მხრიდან ინვესტორის წარმომადგენელთან შეხვედრისას მისი დაშინება ან მუქარა; ამ შეხვედრას ნელი ნავერიანი არ ესწრებოდა და მისი აყვანა საკუთარ სახლში მოხდა.

თუმცა უტიაშვილის განცხადებით, რომელიც მან არასამთავრობო ორგანიზაციების საპასუხოდ გააკეთა, ბრალდებას ტელევიზიის საშუალებით არ წარმოუდგენია მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, რომელიც ამ ვიდეო კადრების გარდა, ეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს, ამოღებულ თანხას დანიშნული კუპიურებით და მოწმეთა ჩვენებებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების თანახმად, ნელი ნავერიანი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც წინასაარჩევნოდ მესტიაში ოპოზიოციონერ კანდიდატებზე ზეწოლის áƒ˜áƒœáƒªáƒ˜áƒ“ენტი გაახმაურა, რომლის დროსაც სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია სხვა მაღალჩინოსნებთან და სამართალდამცავებთან ერთად მათ კანდიდატურების მოხსნას აიძულებდა. გოროზია ამ ფაქტის გამო შვებულებაში გაუშვეს და დღესდღეობით ის კვლავ თავის თანამდებობაზეა.

ოთხი ორგანიზაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნელი ნავერიანს ინვესტორისთვის მიყიდული მიწა დაკანონებული არ ჰქონდა, ისევე როგორც მესტიის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს რეესტრში გატარებული მიწები, რომლებითაც ისინი მრავალი წელია უკვე სარგებლობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ნავერიანის დაკავება შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს და მოუწოდებენ ხელისუფლებას მიუკერძოებლად განახორციელონ 7 ივლისის ინციდენტის გამოძიება და "პოლიტიკური მოსაზრებებისგან თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღონ“.

იმავდროულად, Netgazeti.ge იტყობინება, რომ მომხდარმა ვნებათაღელვა გამოიწვია და 11 ივლისს მესტიაში შეკრებილმა ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა ჭელიძეს დაკავებულთა გათავისუფლება და მიწების დაკანონება მოთხოვეს. ამავე ცნობით, გამგებელი მოსახლეობის შეპირდა, რომ დაკავებულთა გათავისუფლების საკითხს "თავს შეაკლავს“.

პრეზიდენტმა 14 ივლისს რეგიონების გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრაზე ისაუბრა რა ტურიზმის თვალსაზრისით მესტიის „უდიდეს“ პოტენციალზე, აღნიშნულ სპეცოპერაციაზეც გააკეთა აქცენტი და უთხრა მესტიის გამგებელს:  "შემდგომ ჯერზე, როცა ამოვალ მესტიაში და ვინმე მომაწოდებს მათი შეწყალების წერილს, ტყუილა ნუ მომაწოდებენ, დავუბრუნებ უკან ძალიან ცივად“.

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და კანონდამრღვევი მთელი პასუხისმგებლობით აგებს პასუხს და არ გავა ის, რომ "ეს კარგი ბიჭია ეს კარგი გოგო და მოდი ვაპატიოთ“.

“მინდა მოვიკითხო ქართველი ბანდიტები, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ რატომღაც მესტია მათ ეკუთვნით,“– განაცხადა სააკაშვილმა, "ჩვენ თავის დროზე განვახორციელეთ იქ სპეცოპერაცია. ვერტმფრენებიდან ავაფეთქეთ იქ კოშკი – ამ ოპერაციაში მარტო მენანება ის, რომ ის კოშკი აფეთქდა – ის ბანდიტები ჩემში სიბრალულს არ იმსახურებენ... ამ აფრასიძეს ჩვენ მოვუარეთ, სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ სვანეთში... რამდენჯერმე უფრო მეტი ტურისტი ავიდა, ვიდრე შარშან“.

“და ამ დროს ვიღაცეები გამოხტნენ – ადგილობრივი ყოჩები და თქვეს, რომ ეს მიწა არის ჩვენი წინაპრების და თუ აქ გინდათ რამის აშენება, ძმებო, უნდა ჩაგვისვათ წილში,“– განაგრძო მან, "უცხოელ ინვესტორებს როგორ უნდა ჩაუჯდეს ვინმე წილში, მაგას აუხსნიან კარგად საქართველოს ევროპული რანგის საპატიმროებში, მრავალი შემდგომი წლის განმავლობაში მათ“.

“ინვესტორი, ერთი ცუდად რომ გასცეს ვინმემ პასუხი, ეს ნიშნავს, რომ სამუდამოდ უნდა გაწირონ თავისი შვილები და შვილთაშვილები  სიღარიბისთვის და უბედურებისთვის და ისევე იმ ჩაკეტილი წრისთვის, სადაც იყვნენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ასწლეულების განმავლობაშიც ალბათ“.

“ნამდვილად მე ეს ხალხი მიყვარს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ზოგიერთ იქ ადგილობრივ ვითომ ავტორიტეტს,“– დასძინა მან. 

“ტრადიცია სიღარიბის, კრიმინალის, თავზე ხელაღებულობის და ბანდიტიზმის არ არსებობს და სვანური და ზოგად ქართული ტრადიცია საქართველოში არ იყო... ესე ეგონა შევარდნაძეს... და ესე ეგონათ რუსებს და იმიტომ გვეძახის ახლა მათი ერთი ბრიყვი მინისტრი ანომალიურ მთავრობას, იმიტომ, რომ მათთვის ნორმალურობა საქართველოში არის ბანდიტები, ქურდები, ყაჩაღები და როგორც პუტინმა თქვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე: ‘ხო გითხარით ქართველებს ცეკვის და სიმღერის გარდა არაფერი ცხოვრებაში არ შეუძლიათ და პლიუს კრიმინალი’,“– განაცხადა სააკაშვილმა, "ჩვენ ვქმნით სხვა საქართველოს, სადაც არავინ არ იქნება განწირული, რომ იცხოვროს სიღარიბეში და უბედურებაში“.

მან ასევე განაცხადა, რომ მესტიას, "განსხვავებით სოჭისგან“, სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა ტარდება, უკეთესი კლიმატური პირობები, "მთის დაქანებები, გორაკები და ბორცვები" გააჩნია და "აქვს პერსპექტივა, რომ განვავითაროთ სერიოზული კურორტები“.

Civil.Ge © 2001-2024