ლუკაშენკო: საქართველოსთან კოალიციას ვინმეს წინააღმდეგ არ ვქმნით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jul.'10 / 19:05

ბელარუსი არ ქმნის საქართველოსთან ერთად კოალიციას ვინმეს წინააღმდეგ, განაცხადა 16 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ყირიმში ქართველ კოლეგასთან, მიხეილ სააკაშვილთან გამართული ამას წინანდელი შეხვედრის კომენტირებისას.

"ის [შეხვედრა] არ იყო მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, ჩვენ საქართველოსთან კოალიციას ვინმეს წინააღმდეგ არ ვქმნით,“– იუწყებიან ბელარუსული და რუსული საინფორმაციო სააგენტოები ლუკაშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

ბალარუსის პრეზიდენტის ცნობით, ყირიმში გამართულ არცთუ ხანგრძლივ შეხვედრაზე სააკაშვილმა იგი საქართველოში დაპატიჟა.

"არ არის გაკიცხვა საჭირო, რომ ჩვენ ამ დიალოგში ვართ,“ – აღნიშნა მან.

ლუკაშენკომ აქვე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ასევე არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ.

15 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა áƒ”ვროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე პოსტ–საბჭოთა ქვეყნების მიერ რეგიონული თანამშრომლობის "ერთიანი პლატფორმის“ შექმნის პოტენციალზე ისაუბრა, რომელიც დაეხმარება ამ ქვეყნებს არა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციაში, არამედ რუსეთის "ზეწოლასა და შანტაჟთან“ გამკლავებაში.

ამასთან, ლუკაშენკოსთან ყირიმში გამართული შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ áƒ’აუშვა áƒ‘ელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ. ეს ნაბიჯი რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა რუსეთისადმი ბელარუსის "არამეგობრულ ნაბიჯად“ შეაფასა. 

Civil.Ge © 2001-2024