მმართველ პარტიას საარჩევნო კოდექსე მომუშავე ჯგუფის მუშაობის აღდგენა სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Jul.'10 / 17:44

მმართველმა პარტიამ 21 ივლისს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის მუშაობის განახლებისკენ მოუწოდა, რათა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „საარჩევნო გარემო კიდევ უფრო áƒ’აუმჯობესდეს.“

ინტერპარტიული ჯგუფი აშშ–ს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ მუშაობდა. მართალია ჯგუფმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პაკეტი მოამზადა, მაგრამ რამოდენიმე ძირითად საკითხზე შეთანხმება ვერ მოხდა.

„ჩვენ მზად ვართ და გვსურს გავაგრძელოთ საარჩევნო რეფორმა; მზად ვართ და გვსურს გავაგრძელოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და შეცვლა ისე, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს კიდევ უფრო უკეთესად, ვიდრე ეს იყო 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 21 ივლისს.

მან ეს განცხადება ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუცის წარმომადგენელთან საქართველოში ლუი ნავაროსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ნავაროს თქმით, ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი მზად არის განაგრძოს სამუშაო ჯგუფის ხელშეწყობა.     

„ამ ინიციატივის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, როგორც áƒ”რთიანი ნაციონალური მოძრაობა, ასევე áƒáƒžáƒáƒ–იცია ჩაერთოს ამ პროცესში,“ – განაცხადა მან.

დავით ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ინტერპარტიული ჯგუფი მუშაობას სავარაუდოდ სექტემბრიდან შეუდგება და დასძინა, რომ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში არაუგვიანეს 2011 წლის დასასრულისა უნდა მომზადდეს.  

Civil.Ge © 2001-2024