ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი პროგრესის გარეშე დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Jul.'10 / 15:46

ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა 27 ივლისს მოლაპარაკებების მეთორმეტე რაუნდი დაასრულეს და შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა 14 ოქტომბერს გამართონ.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელმა, რომელიც ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ „პოზიციებში მნიშვნელოვანი უთანხმოებები რჩება“. ეს საკითხი მხარეებს შორის დაპირისპირების ერთ–ერთ მთავარ თემას წარმოადგენს. 

„სამწუხაროდ, რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟიმის უაღრესად არაკონსტრუქციული პოზიციის გამო კონსენსუსის მიღწევა აღნიშნულ [საკითხზე] áƒ•áƒ”რ ხერხდება,“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ áƒ›áƒáƒšáƒáƒžáƒáƒ áƒáƒ™áƒ”ბების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, ქართული მხარე მიესალმა თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს áƒ«áƒáƒšáƒ˜áƒ¡ გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოთქვა განაგრძოს მუშაობა ამ საკითხისადმი ”თანმიმდევრულ მიდგომაზე“.

საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ რვა ქართველის განთავისუფლებისკენ, რომლებიც ცხინვალში რჩებიან áƒ“აკავებულები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

სამინისტროს განცხადებით, ასევე ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული áƒ˜áƒ› áƒ“ოკუმენტზე, რომელიც áƒ˜áƒ«áƒ£áƒšáƒ”ბით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებას და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება, რადგან, სამინისტროს თქმით, áƒ›áƒáƒ¡áƒ™áƒáƒ•áƒ˜ და მისი მარიონეტული რეჟიმები სოხუმსა და ცხინვალში კვლავ ეჭვქვეშ აყენებენ დევნილთა უფლებას დაბრუნებაზე.

მოლაპარაკებების წინა რაუნდებისგან განსხვავებით, მეთორმეტე რაუნდს რამოდენიმე მთავარი მონაწილე არ ესწრებოდა, მათ შორის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. მის ნაცვლად, რუსულ დელეგაციას საგარეო უწყების დსთ–ს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალექსეი დვინიატინი ხელმძღვანელობდა.

დვინიატინმა განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს, რომ კარასინის არ დასწრება „პოლიტიკური სიგნალი“ არ იყო. კარასინი 26-28 ივლისს მოლდოვას სტუმრობდა.

სოხუმმა დელეგაციის ხელმძღვანელის გაგზავნაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს განზრახ გააკეთა იმ იმედგაცრუების გასახატად, რომელიც ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე პროგრესის არ არსებობას უკავშირდება. სოხუმმა განაცხადა ივნისის ბოლოს, რომ „დროებით ტოვებს“ ჟენევის მოლაპარაკებებს, თუმცა საბოლოოდ წარმომადგენლის გაგზავნაზე დათანხმდა, მაგრამ ეს არ ყოფილა დელეგაციის ხელმძღვანელი. სოხუმმა მეთორმეტე რაუნდში მისი მონაწილეობა „ტექნიკურ დასწრებად“ შეაფასა.

მოლაპარაკებებს ასევე არ ესწრებოდა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი. მის ნაცვლად აშშ–ს დელეგაციას გორდონის მოადგილე, თინა ქეიდენაუ ხელმძღვანელობდა.

Civil.Ge © 2001-2024