მედვედევი ლუკაშენკოს სოხუმის და ცხინვალის აღიარებაზე „დაპირებას“ ახსენებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Aug.'10 / 12:22

მართალია რუსეთი „დაინტერესებულია“ სხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაში, „ეს თვითმიზანი არ არის,“ იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები 3 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრის მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დსთ–ს ლიდერთა თანდასწრებით პირობა დადო ორიოდე áƒ¬áƒšáƒ˜áƒ¡ წინ, რომ აღიარებდა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს.

„მან თქვა: ’მე საზეიმოდ ვდებ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებ უმოკლეს დროში’,“ – განაცხადა მედვედევმა.

ივლისის შუა რიცხვებში ბელარუსის ტელევიზიასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი „ზეწოლას განაგრძობს“ ბელარუსზე, რათა მან აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

„ვფიქრობ, ბელარუსი ბრძნულად მოიქცევა,“ – დასძინა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2025