კრემლის წყარო: "С-300 აფხაზეთში 2 წლის წინ განთავსდა“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Aug.'10 / 17:25

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი“ იტყობინება კრემლის წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთმა C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი აფხაზეთში 2 წლის წინ განათავსა და მას შემდეგ რაიმე ახალი კომპლექსი იქ არ განუთავსებია. 

იმავე წყაროს ინფორმაციიით, მხოლოდ ამ კომპლქსის დისლოკაციის ადგილი შეიცვალა, რაც "შეთანხმებების დარღვევას არ წარმოადგენს“.

რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა განაცხადა 11 აგვისტოს, რომ რუსეთმა აფხაზეთში C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი განათავსა.

იმავე დღეს, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის განცხადება სეპარატისტულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსების თაობაზე შესაძლოა არც იყოს სიახლე, რადგან მოსკოვს ასეთი სისტემა რეგიონში 2008 წლიდან აქვს განთავსებული. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ის არკვევს უკვე არსებულს კიდევ დაუმატა თუ არა რუსეთმა ანალოგიური სისტემა.

 

Civil.Ge © 2001-2024