კალანდაძე: სომხეთი სრულად აცნობიერებს რუსეთიდან საქართველოს მიმართ მომავალ საფრთხეებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Aug.'10 / 15:21

ერევანისა და áƒ›áƒáƒ¡áƒ™áƒáƒ•áƒ˜áƒ¡ გადაწყვეტილება სომხეთში არსებული გიუმრის რუსული ბაზისთვის ვადის 2044 წლამდე áƒ’ახანგრძლივების თაობაზე "ორი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

“ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ სომხეთი სრულად აცნობიერებს და აცნობიერებდა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებს, რომელიც ეხებოდა საქართველოს, მათ შორის რეგიონალურ კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ცნობიერება ჩვენი მეზობლის [სომხეთის] დონეზე არსებობს, ჩვენ მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიეჭვოთ, რომ სომხეთი რაიმე სახით რეგიონულ უსაფრთხოებას ეჭვქვეშ დააყენებს,“– განუცხადა მან 20 აგვისტოს ჟურნალისტებს.

1995 წლიდან სომხეთში განთავსებული გიუმრის სამხედრო ბაზისთვის განსაზღვრული 25–წლიანი ვადის 49 წლამდე გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და სერჟ სარგსიანმა ერევანში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, 20 აგვისტოს áƒ›áƒ˜áƒ˜áƒ¦áƒ”ს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, როგორც იმოქმედებს რუსეთი იმ შემთხვევაში თუ მთიან ყარაბაღში იგივე სცენარი განმეორდება, áƒ áƒáƒ’ორიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მედვედევმა უპასუხა, რომ რუსეთი მხარს უჭერს მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ რეგიონში კრიზისული სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში იმოქმედებს სამოკავშირეო ვალდებულებების მიხედვით.

“რუსეთის, როგორც რეგიონში განთავსებული უდიდესი სახელმწიფოს ფუნქცია... მდგომარეობს მშვიდობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფაში,“– იტყობინება „ინტერფაქსი“ მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით.

“ინტერფაქსი“ ასევე იტყობინება გეგმებზე, რომლის მიხედვითაც გიუმრის, ასევე სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები წლის ბოლომდე შევა „სამხრეთის“  გაერთიანებულ სტრატეგიულ სარდლობის დაქვემდებარებაში, რომელიც ასევე მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქს, ვოლგისპირეთისა და ურალის სამხედრო ოლქის დასავლეთ ნაწილს, შავი ზღვის ფლოტსა და კასპიის ზღვის ფლოტილიას.

 

Civil.Ge © 2001-2024