ქართველი დიპლომატები პრიორიტეტებს განიხილავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Sep.'10 / 18:28
  • ვაშაძე: საქართველო მზადაა რუსეთს წინაპირობების გარეშე ესაუბროს

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების 50–მდე ხელმძღვანელი შეიკრიბა თბილისში 7–9 სექტემბერს მიმდინარე ამაბასადორიალზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახილველად.

“ეს [პრიორიტეტები] უპირველეს ყოვლისა არის უსაფრთხო და სტაბილური სივრცის შექმნა საქართველოს გარშემო; მაქსიმალურად მოზიდვა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების და იმის ხელის შეწყობა, რომ ჩვენ ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული, ლიბერალური თავისუფალ ეკონომიკურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა,“– განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს მანამ, სანამ დახურულ კარს მიღმა დიპლომატებს მიმართავდა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა დიმპლომატებთან შეხვედრის წინ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ერთ–ერთი პრიორიტეტია საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარება საერთაშორისო დონეზე.

"ჩვენ გამოვედით იმ პერიოდიდან, როცა ვმუშაობდით არ აღიარებაზე, ძირითადი პარტნიორებისგან ჩვენ ასეთი პირობა გვაქვს,  რა თქმა უნდა, არ აღიარების პოლიტიკა ისევ გრძელდება... მაგრამ ახლა ჩვენ ვმუშაობთ აღიარებაზე, ოღონდ ამ ტერიტორიების ოკუპირებულად აღიარებაზე. მიგვაჩნია, რომ ამ რეგიონების ოკუპირებულად აღიარება უფრო დააჩქარებს მათ დეოკუპაციას და საერთოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,“– განაცხადა იაკობაშვილმა. 

მოგვიანებით, იმავე დღეს თბილისში ვიზიტით მყოფ მის ესტონელ კოლეგასთან, ურმას პაეტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ვაშაძემ განაცხადა, რომ თბილისი მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

შეკითხვაზე, რამდენი ხანი დასჭირდებათ საქართველოსა და რუსეთს პირდაპირი დიალოგის დასაწყებად, ვაშაძემ უპასუხა: "წინასწარმეტყველება ჩემი საქმე არ არის; არ შემიძლია გამოვიცნო. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ საქართველო მზადაა ესაუბროს რუსეთს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ საკითხზე წინაპირობების გარეშე – ეს არის ძირეული განსხვავება დემოკრატიასა და არა–დემოკრატიას შორის; რუსეთი გვეუბნება, რომ áƒáƒ  სურს საქმე დაიჭიროს თუ ესაუბროს საქართველოს მთავრობას, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული“.

“საბოლოო ჯამში áƒ áƒ£áƒ¡áƒ”თს მაინც მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობების დამყარება ჩვენთან, ზუსტად ისევე, როგორც რუსეთს ბოლოს მოუხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ურთიერთობების მოგვარება; მაგრამ, არ შემიძლია გითხრათ როდის – ვიმედოვნებ, რომ უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან,“– განაცხადა ვაშაძემ.

ორდღიან ამბასადორიალზე ქართველი დიპლომატების წინაშე საქართველოს მთავრობის წევრები გამოვლენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მიმართა ქართველ ელჩებს და ანალოგიურია მოსალოდნელი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე სტუბისა áƒ“ა ეუთოს გენერალური მდივნის მარკ პერინ áƒ“ე ბრიშამბოსგან საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 8 სექტემბერს. áƒáƒ›áƒ‘ასადორიალი 9 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლით დასრულდება.

Civil.Ge © 2001-2024