ოპოზიცია კვლავ მოითხოვს სააკაშვილის შესაძლო პრემიერობის აკრძალვას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Sep.'10 / 12:17

ლეიბორისტულმა პარტიამ 20 სექტემბერს სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა შეუერთდნენ áƒ“ა ერთობლივად მოითხოვონ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში იმ დებულების შეტანა, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს საკვანძო პოსტებზე კენჭისყრას აუკრძალავს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, თუ პარლამენტი შემოთავაზებულ პროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ „მრავალი ათეული წელი“ დარჩება ხელისუფლებაში პრემიერ–მინისტრის რანგში, რომლის ძალაუფლებაც მნიშვნელოვნად იზრდება ახალი მოდელის შესაბამისად.

"თუ მიიღო სააკაშვილმა ეს შესწორება, ქართველ ხალხს, საქართველოს ხალხს რჩება ერთადერთი გზა – დაამხოს ხელისუფლება. გვინდა ეს? მე მგონი, ნამდვილად არ გვინდა. ეს ძალიან რთულ შედეგებს გამოიწვევს,“ – განაცხადა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის“ თოქ–შოუში საუბრისას.     

"ამ მუხლის მიუღებლობის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისათვის ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის პერსპექტივა სამუდამოდ მთავრდება,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის შემოთავაზების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლება პრემიერ–მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს მისი ვადის ამოწურვიდან ხუთი წლის მანძილზე.

ეს წინადადება ლეიბორისტულმა პარტიამ პირველად ივნისში გაახმოვანა და პრეზიდენტ სააკაშვილისთვის პრემიერ–მინისტრად კენჭისყრის აკრძალვა მოითხოვა. ივლისის დასაწყისში ირაკლი ალასანიას პარტიამ, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, ახალ კონსტიტუციაში იმ დებულების შეტანისკენ მოუწოდა, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს სულ ცოტა ხუთი წლით პრემიერ–მინისტრად წარდგენას აუკრძალავდა. საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ, რომელმაც კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავა, განაცხადა ამის საპასუხოდ, რომ ამგვარი აკრძალვა ადამიანის, ამ შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის ტოლფასი იქნებოდა.

ამ საკითხმა მაშინ პოლიტიკური პარტიების áƒ¡áƒáƒ—ანადო ყურადღება ვერ მიიპყრო, თუმცა ახლა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მოახლოებასთან ერთად, ეს áƒ˜áƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒ“ადება შესაძლოა ერთ–ერთი მთავარი პოლიტიკური თემა გახდეს.

ეროვნულმა ფორუმმა განაცხადა 20 სექტემბერს, რომ ეთანხმება ლეიბორისტული პარტიის შემოთავაზებას და მზადყოფნა გამოხატა კონსულტაციები დაიწყოს ამ საკითხზე.

ტელეკომპანია "კავკასიის“ ეთერში საუბრისას ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ვენეციის კომისიაც გააკრიტიკა, რომელსაც საქართველომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ექსპერტიზისთვის მიმართა. ნათელაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ არ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეეტანა ის დებულება, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს პრემიერ–მინისტრის პოსტზე კენჭისყრას აუკრძალავდა.

"როგორც კი დაინახავს ხელისუფლება, ვენეციის კომისია და სხვა კორუმპირებული ვირთხები ევროპიდან, თუ ამერიკიდან, რომ ოპოზიციური პარტიების ძირითადი სპექტრი ამ პოზიციაზე ერთად ვდგავართ, დამერწმუნეთ, რომ სხვა სიტუაცია იქნება ქვეყანაში,“ – განაცხადა ნათელაშვილმა. 

საქართველოში გასულ კვირას ვიზიტის დროს, ვენეციის კომისიის დელეგაციამ განაცხადა, რომ იგი არ  იძევა რეკომენდაციას ამგვარი დებულების კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე; თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია ამ დებულების კონსტიტუციაში შეტანა, თუ პოლიტიკური პარტიები ამას საჭიროდ მიიჩნევენ.

იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ უარყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ახალ კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებს, რათა 2013 წელს ვადის ამოწურვის შემდეგაც დარჩეს ხელისუფლებაში.

"ხელისუფლებას რომ ვებღაუჭებოდე, ამისათვის სულ სხვა გზები არსებობს – რეფერენდუმი მესამე საპრეზიდენტო ვადაზე, ან მთელი ძალაუფლების პრემიერისთვის გადაცემა,“ – განაცხადა სააკაშვილმა ქართულ ჟურნალ „ტაბულა“–სთან ინტერვიუში, რომელიც 20 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ახალ პროექტში პრეზიდენტის საკვანძო უფლებების გადაცემის ხარჯზე პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილების გაზრდის მიუხედავად, პრეზიდენტი áƒ›áƒáƒ˜áƒœáƒª ინარჩუნებს მნიშვნელოვან ძალაუფლებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, შეიარაღებული ძალები და საგანგებო სიტუაციები, ასევე იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობა პარლამენტის მხრიდან უნდობლობის გამოცხადების წინაშე დგას.

იმავე ინტერვიუში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი მიზანია ძალაუფლების მისი "რეფორმატორთა გუნდის“ ხელში დარჩენა მისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგ.

"ჩვენ მიერ წამოწყებულ საქმეს ბოლომდე მიყვანა უნდა. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა იდეოლოგია და რეფორმატორთა გუნდი, რიმელსაც მე წარმოვადგენ, დარჩეს ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგ,“ – განაცხადა სააკაშვილმა, "ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ამას გადაწყვეტს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. როგორი იქნება ჩვენი საზოგადოების არჩევანი, ამაზე დღეს სპეკულაციები ნაადრევია“.

Civil.Ge © 2001-2024