თავდასხმის შედეგად სეპარატისტული აფხაზეთის ვიცე–პრეზიდენტი დაიჭრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Sep.'10 / 12:25

სეპარატისტული აფხაზეთის ვიცე–პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი 23 სექტემბერს, ღამით მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხელისა და ფეხის არეში დაიჭრა.

თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 2:15 საათზე მოხდა გუდაუთაში – РПГ-26 ტიპის ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი ანქვაბის კუთვნილ ორსართულიანი სახლის სახურავს მოხვდა და აფეთქების შედეგად ვიცე–პრეზიდენტი დაიჭრა, იტყობინება 23 სექტემბერს “აფსნიპრესი“ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის რამინ გაბლაიას სიტყვებზე დაყრდნობით.

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის იმ მუხლით, რომელიც სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფას ეხება. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ანქვაბის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სეპარატისტული აფხაზეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ბესლან კვიცინიამ განუცხადა „აფსნიპრესს“, რომ „თავდასხმის ბევრი დეტალი იმაზე მიანიშნებს, რომ დანაშაული ანქვაბის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება“.

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მომხდარს „შემზარავი ფაქტი“ უწოდა.

„ეს მარტივი საკითხი არ არის და ეს ანქვაბის მიმართ პირველი დანაშაული არ არის. ჩვენ შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გაიხსნას აღნიშნული დანაშაული,“– განაცხადა ბაღაფშმა.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე ეს უკვე მეოთხე, ან სავარაუდოდ მეხუთე თავდასხმაა ანქვაბზე.

2005 წლის თებერვალში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სოხუმის მახლობლად  ცეცხლი გაუხსნეს ანქვაბის ესკორტს. იმ დროს ადგილობრივი áƒ¢áƒ”ლევიზია იტყობინებოდა, რომ მის მანქანას 17 ტყვია მოხვდა. თუმცა, ანქვაბი, რომელიც მაშინ áƒžáƒ áƒ”მიერ-მინისტრი იყო, áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ მოადგილის მანქანაში იჯდა და არ დაშავებულა.

2005 წლის აპრილში ანქვაბი კვლავ უვნებელი გადარჩა, როდესაც სოხუმის მახლობლად მის ესკორტს ისევ გაუხსნეს ცეცხლი. ამჯერად, ანქვაბის მძღოლი დაიჭრა.

2007 წლის ივნისში áƒ¡áƒáƒ®áƒ£áƒ›áƒ¡áƒ და გუდაუთას შორის მდებარე გზაზე დისტანციური მართვის ნაღმის „ფუგასის“ აფეთქდა. მაშინ სოხუმში áƒáƒªáƒ®áƒáƒ“ებდნენ, რომ ნაღმის სამიზნეს, რომელიც იმ ტრასაზე იყო დამონტაჭებული სადაც ანქვაბის კორტეჟი რეგულარულად მოძრაობდა, სწორედ ანქვაბი წარმოადგენდა. მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ნაღმი შემთხვევით áƒáƒ¤áƒ”თქდა, რის გამოც სავარაუდო ტერორისტული აქტი არ შედგა.

2007 წლის ივლისში ანქვაბის მანქანას, რომელიც იმავე მარშრუტით, გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე გადაადგილდებოდა, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბმა მცირე დაზიანება მიიღო.

არც ერთი ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ. 

სერგეი ბაღაფშის აქტიურ მოკავშირეს, 57 წლის ალექსანდრე ანქვაბს, 2005 წლიდან პრემიერ–მინისტრის, ხოლო 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობა უკავია. 

Civil.Ge © 2001-2024