მოხსენება თბილისის და ცხინვალის მიერ უგზოუკვლოდ დაკარგულთა საქმეების გამოძიების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Sep.'10 / 18:44

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დავალებით ორი ექსპერტის მიერ მომზადებულ მოხსენებაში áƒáƒ¦áƒ¬áƒ”რილია ის "სერიოზული ხარვეზები,“ რომლებიც თან ახლდა 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგული პირების ბედის გარკვევის პროცესს, განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა, რომელმაც მოხსენება 28 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ორი ექსპერტი – ერთი ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ოფიცერი, ხოლო მეორე საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კაპიტანი, რომელთაც სერიოზული დანაშაულების და მათ შორის, სამხედრო დანაშაულების გამოძიების გამოცდილება აქვთ – ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოში მარტში გამოაგზავნა და მათ მოვალეობაში შედიოდა დაკვირვებოდნენ áƒ—უ როგორ იძიებდნენ მხარეები დაკარგულთა საქმეებს.

მოხსენება დეტალურად აღწერს რამოდენიმე საქმეს. მათ შორის ერთი áƒ”ხება áƒ¡áƒáƒ› ახალგაზრდა ეთნიკურ ოსს, რომლებიც 2008 წლის ოქტომბერში გაუჩინარდნენ; ასევე აღწერილია ერთი ეთნიკური ოსის საქმე, რომელიც აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს ქართულმა მხარემ დააკავა; ასევე ორი ქართველი ჯარისკაცის საქმე, რომლებიც ცხინვალში ტყვეობაში გარდაიცვალნენ. 

სამი ოსი ეროვნების ახალგაზრდის საქმე

სამი ოსი ეროვნების ახალგაზრდის – ალან ხაჩიროვის (16 წლისაც არ áƒ˜áƒ§áƒ 2008 წლის 13 ოქტომბერს გაუჩინარებისას), ალან ხუგაევის და სოლტან პლიევის საქმე ერთ–ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელსაც ცხინვალი უკვე áƒ“იდი ხანია აყენებს თბილისისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. 

სამი ოსი ახალგაზრდა მას შემდეგ დაიკარგა, რაც ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. 2009 წლის გაზაფხულზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდოდ მობილური ტელეფონით უნდა იყოს გადაღებული და სადაც ეს სამი პიროვნება ჩანს, რომლებსაც ქართულად მოსაუბრე უცნობი პირები უყვირიან, სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებენ და ურტყამენ. ცხინვალის თქმით, ეს პირები ქართველი სამართალდაცავები არიან. თუმცა თბილისი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს რომ სამი ოსი პირის დაკარგვასთან სამართალდამცველებს კავშირი არ აქვთ.

თუმცა, საპირისპირო დაასკვან ორმა ექსპერტმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სამი ოსი ეროვნების პირი ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს. ერთ-ერთი მტკიცებულება, სხვებს შორის, რომელსაც ექსპერტთა ეს ვარაუდი ეყრდნობა არის ეუთოს მისიის პატრულის 14 ოქტომბრით დათარიღებული áƒ›áƒáƒ®áƒ¡áƒ”ნება (იმ დროს ეუთოს დამკვირვებლები ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოში და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე პატრულირებდნენ). ქართული პოლიციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეუთოს პატრულის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 13 ოქტომბერს ქართულმა მხარემ დააკავა სამი შეიარაღებული მამაკაცი სამხრეთ ოსეთიდან.

"მოხსენებაში აღნიშნული დრო, ადგილი და სამი პიროვნების მოხსენიება შეესაბამება ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის გაუჩინარებასთან დაკავშირებულ მომენტებს,“ – ნათქვამია ორი ექსპერტის მოხსენებაში.

"კონკრეტულად რა შეემთხვათ ხაჩიროვს, ხუგაევსა და პლიევს მას შემდეგ, რაც ისინი დააპატიმრეს, გაურკვეველია... სამწუხაროდ, ექსპერტებს არ გააჩნიათ რაიმე სარწმუნო ინფორმაცია იმ ჰიპოტეზის გასაძლიერებლად, თითქოს ეს სამი ახალგაზრდა დღემდე ცოცხალია,“ – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენებაში გაკრიტიკებულია ის, თუ როგორ მოხდა საქმის გამოძიება ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ. მოხსენების თანახმად, "ძალზეც მცირე იყო არსებითი წინსვლა სამი დაკარგული პირის ბედის დადგენაში“.

"ექსპერტები განსაკუთრებით განაცვიფრა იმ ფაქტმა, რომ მიუხედავად სერიოზული ეჭვების არსებობისა იმის თაობაზე, რომ ხაჩიროვის, ხუგაევის და პლიევის გაუჩინარებაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანიების წარმომადგენელთა ხელი ერია, თითქმის არანაირი ზომები არ იყო მიღებული დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად,“ – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენება áƒáƒ¦áƒœáƒ˜áƒ¨áƒœáƒáƒ•áƒ¡, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ექსპერტთა რჩევა გაითვალისწინა გამოძიების პროცესში, მაგრამ "საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო ექსპერტთა ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია“; მოხსენებაში ნათქვამია, რომ "ადგილი არ ჰქონია სერიოზულ მცდელობას“ – აღმოეჩინათ პიროვნება, რომელმაც 2009 წლის მარტსა თუ აპრილში პირველმა გამოაქვეყნა Myvideo.ge–ზე სამი დაკარგული პირის ტყვეობაში ყოფნის ამსახველი ვიდეო მასალა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 სექტემბერს მოხსენებაზე კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავა იმ მიზეზით, რომ ის ამ მოხსენებას ჯერ კიდევ სწავლობდა. შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა Civil.ge–ს, რომ გამოძიება ამ სამი პიროვნების საქმეზე კვლავ მიმდინარეობს.

მოხსენებაში ასევე გაკრიტიკებულია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება იმის გამო, რომ "ძალიან მცირედი“ წვლილი შეიტანა ამ სამი პიროვნების ბედის გარკვევაში. მოხენების თანახმად, არც დაკარგული პირების მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხის შესწავლა არ მომხდარა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, ეს მობილურები რუსეთში რეგისტრირებულად ითვლებოდა და შესაბამისად, რუსეთის ოფიციალური პირებისგან იყო შესაძლებელი ინფორმაციის მოპოვება შესაბამისი ზარების რეგისტრაციის შესახებ.

”ვერც რუსული მხარისგან მოხერხდა ინფორმაციის მიღება შესაბამისი ზარების და მობილურის ადგილმდებარეობის შესახებ,” - ნათქვამია მოხსენებაში.

სხვა საქმეები

კიდევ ერთი საქმე, რომელიც ასევე ოსი ეროვნების პიროვნებას ეხება, უკავშირდება რადიკ იკაევის გაუჩინარებას, რომელიც, მოხსენების თანახმად, ქართველმა სამხედროებმა დააკავეს 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს ზნაურის რაიონში. მოხსენების თანახმად, ბოლოს ის ცოცხალი 2008 წლის 22 აგვისტოს ნახეს და მაშინ ის ქართულ მხარეს ჰყავდა პატიმრობაში. ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ მოიპოვება.

ქართულმა მხარემ ორ ექსპერტს რამოდენიმე ქართველი ჯარისკაცის საქმის შესწავლა სთხოვა.

მოხსენების თანახმად, ორი ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ანცუხელიძე და კახა ხუბულური აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დააკავეს, პატიმრობის დროს აწამებდნენ და მოგვიანებით მათი გვამები ქართულ მხარეს გადასცეს.

მოხსენების თანახმად, ცხინვალის წარმომადგენლებისთვის ჯარისკაცების წამების კადრების ჩვენების შემდეგ, მათ აღიარეს, რომ "ვიდეომასალაზე გამოსახული კადრები სერიოზული ხასიათის კითხვებს წამოჭრის,“ თუმცა საქმის შემდგომი განხილვას თავი აარიდეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ეს საქმე ექსპერტთა მანდატის ფარგლებში არ ჯდებოდა, ვინაიდან მათ მხოლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული გამოძიების მონიტორინგი ევალებოდათ.

"ამის გამო ექსპერტები იძულებულნი არიან მწუხარებით აღნიშნონ, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ამ პოციზიამ არ მისცა მათ საშუალება შეესწავლათ აღნიშნული საქმეები. მათ მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეუძლიათ, რომ ამ საშინელი ძალადობრივი აქტების ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მცდელობაც არ ყოფილა,“ – ნათქვამია მოხსენებაში.

დაკარგული ქართველი ჯარისკაცების კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით ორმა ექსპერტმა დაასკვნა, რომ გიორგი რომელაშვილი, ზაზა ბირთველაშვილი და ოთარ სუხიტაშვილი, რომლებიც T-72 ტიპის ტანკის ეკიპაჟის წევრები იყვნენ, მაშინ დაიღუპნენ, როდესაც 8 აგვისტოს ცხინვალში მათ ტანკი მოწინააღმდეგემ გაანადგურა.

Civil.Ge © 2001-2024