რუსული ძალები უარყოფენ სასოფლო–სამეურნეო მიწების მიტაცებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Sep.'10 / 10:15

ცხინვალში განთავსებულმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალებმა უარყვეს თბილისის ბრალდება შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავების თაობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს" ატარებენ, კერძოდ კი, არმატურის ძელებს არჭობენ სოფლებში: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი. სამინისტროს თქმით, „მიტაცებულია“ სულ ცოტა 30 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა.

„რუსული ძალები არანაირ სადემარკაციო სამუშაოებს არ ახორციელებენ საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის საზღვარზე,“ – ნათქვამია სეპარატისტული მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024