თბილისმა შეარბილა მიწების მიტაცებასთან დაკავშირებული ბრალდებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Sep.'10 / 14:45

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეცვალა და შეარბილა თავისი áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒáƒœáƒ“ელი áƒ’ანცხადება, რომელშიც ის áƒ áƒ£áƒ¡áƒ”თის შეიარაღებულ áƒ«áƒáƒšáƒ”ბს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებით მიწის ნაკვეთების დაკავებაში ადანაშაულებდა.

განცხადების პირვანდელი ვარიანტი, რომელიც შსს–ს ვებ–გვერდზე 29 სექტემბერს გამოქვეყნდა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფებს ბრალს სდებდა უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების" ჩატარებაში და შიდა ქართლის ტერიტორიების „მიტაცების“ გზით „ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევაში“.  მასში ასევე ნათქვამი იყო, რომ სულ ცოტა 30 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა იყო მიტაცებული ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ხუთი სოფლის სიახლოვეს.

მოგვიანებით, 29 სექტემბერს შსს–ს ვებ–გვერდზე შეცვლილი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც უკვე აღარ იყო ნახსენები ბრალდებები მიწების მიტაცების თაობაზე. 

თუმცა ახალი განცხადება კვლავაც სდებს ბრალს რუსულ ძალებს შიდა ქართლში უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების" დაწყებაში, რაც „აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს“. ეს ქმედება, სამინისტროს თქმით, „კიდევ უფრო ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას“.

“აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ წარმოებული უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები" მნიშნველოვნად შეუშლის ხელს მიმდებარე ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით კი სოფელ დიცისთვის, წყლის მიწოდებას,“– ნათქვამია ბოლო განცხადებაში.

ამ საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა Civil.ge-ს, რომ დემარკაციის ხაზი, რომელიც 29 სექტემბერს რუსულმა ძალებმა გაავლეს, ემთხვევა საბჭოთა პერიოდის სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ეს დადასტურდა, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, თბილისს მოუწია ხელი აეღო განზრახვაზე რომ ეს საკითხი გაემწვავებინა.

რა გარემოებებიც არ უნდა ყოფილიყო, მოვლენათა ამგვარად განვითარება ნიშნავს, რომ სხვა მიწის ნაკვეთებდან ერთად, რუსეთის მიერ კონტროლირებად მხარეს ახლა მოექცა სოფელ დიცში მდებარე áƒ¡áƒáƒ›áƒ˜ სახლი და ამ სახლების მესაკუთრეებს უფლება ექნებათ ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნით მიმართონ საქართველოს მთავრობას.

2008 წლის აგვისტოს ომის და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, რუსულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრებზე სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყეს. ერთადერთი ადგილი, სადაც რუსული ძალების საგუშაგო  ამ ადმინისტრაციული ხაზის მიღმა ისევ არის განთავსებული, არის საჩხერის რაიონის სოფელი პერევი, სადაც ისინი იქ არსებულ გზას აკონტროლებენ.

Civil.Ge © 2001-2024