მედვედევი ბელარუს კოლეგას აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Oct.'10 / 12:55

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მისმა ბელარუსმა კოლეგამ, ალექსანდრე ლუკაშენკომ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტად აქცია და პარტნიორულ ურთიერთობებში "უღირსად“ მოიქცა.

კრემლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვიდეო–ბლოგზე, სადაც მედევედევი áƒšáƒ£áƒ™áƒáƒ¨áƒ”ნკოს ბელარუსში áƒ“აგეგმილი საპრეზიდეტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიაში ანტირუსული ხაზის გააქტიურების გამო აკრიტიკებს, მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის დაპირება, რომელიც áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ›áƒ ბელარუსმა კოლეგამ áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე დსთ–ს ხუთი ლიდერის თანდასწრებით დადო.

“მე არა ერთხელ მითქვამს, რომ ამ ორი ახალი სახელმწიფოს აღიარება ან არ აღიარება თითოეული ქვეყნის სუვერენური უფლებაა. და არასოდეს არავისზე ზეწოლა არ განგვიხორციელებია ამ საკითხზე; თუმცა ეს ჩვენთვის სულერთი არაა,“– განაცხადა მედვედევმა. 

“ამასთან, ბელორუსის პრეზიდენტმა ამის გაკეთებაზე მზადყოფნა კოლეგების თანდასწრებით გამოთქვა, ხუთი პრეზიდენტის და შესაბამისი ჩანაწერი, გულახდილად რომ ვთქვა, დარჩა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომის ოქმში,“– განაგრძო მან.

“მაგრამ შემდეგ ეს საკითხი გადაიქცა პოლიტიკური ვაჭრობის მუდმივ ობიექტად. მაგრამ რუსეთი არ ვაჭრობს თავისი პრინციპებით. ამგვარი მოქცევა არის უღირსობა და პარტნიორები ასე არ იქცევიან. და ჩვენ ამას გავითვალისწინებთ ბელარუსის მოქმედ პრეზიდენტთან ურთიერთობებში,“– აღნიშნა მედვედევმა.  

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უზარმაზარ დახმარებას უწევდა ბელარუსს. მედვედევის თქმით, მინსკს შეეძლო მხოლოდ წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი დაეზოგა რუსული ნავთობის შეღავათიან  ფასად შესყიდვის ხარჯზე. მისი თქმით, „უცნაურია“, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობამ „ანტი–რუსული რიტორიკა“ დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობის მიერ „გარეშე მტრის“ იმიჯის შექმნა ახალი მოვლენა არ არის, მაგრამ თუ ადრე დასავლეთი გამოიყენებოდა ამ მიზნით, "ახლა სწორედ რუსეთია გამოცხადებული მთავარ მტრად“.

„თავის განცხადებებში ლუკაშენკო არა მხოლოდ დიპლომატიური წესების ჩარჩოებს áƒ¡áƒªáƒ“ება, არამედ ელემენტარულ ადამიანურ წესიერებასაც,“ – განაცხადა მედვედევმა. 

ამ განცხადებას წინ უძღოდა 2 ოქტომბერს, რუსი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეს–კონფერენციაზე ლუკაშენკოს áƒ’ანმარტებები საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არ აღიარების მიზეზებზე. მან განაცხადა, რომ მინსკი მზად იყო ეღიარებინა სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, თუმცა ეს არ გააკეთა, ვინაიდან მოსკოვმა უარი განაცხადა "გაეზიარებინა“ ის უარყოფითი შედეგები, რაც ბელარუსს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დასავლეთიდან ელოდა.

 

Civil.Ge © 2001-2024