კლინტონი აშშ–საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Oct.'10 / 19:55
  • ‘კონსტიტუცია ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა’;
  • ‘აშშ მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს’;
  • ‘გადააჭარბეთ საერთაშორისო სტანდარტებს 2012, 2013 წლების არჩევნებზე’.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ გამოხატა ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში მისწრაფების და დემოკრატიული რეფორმების მიმართ და მოუწოდა თბილისს მომავალ არჩევნებზე აჩვენოს, რომ ის არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აჭარბებს საერთაშორისო სტანდარტებს. 

მან ამის თაობაზე ვაშინგტონში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრის დასაწყისში გაკეთებულ საჯარო გამოსვლაში ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და საქართველოს და აშშ–ის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელსაც საქართველომ და აშშ–მ 2009 წლის იანვარში მოაწერა ხელი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს ქმნის. ქარტია თანამშრომლობის ოთხ სფეროს მოიცავს. მათ შორისაა: თავდაცვა და უსაფრთხოება; ვაჭრობა და ეკონომიკა; დემოკრატია და ხალხებს შორის კავშირები და კულტურული გაცვლა.

თავის გამოსვლაში აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, რომელიც 2010 წლის ივლისში თბილისს სტუმრობდა, კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ–ს მზადყოფნა "ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებას და დემოკრატიას“.

"ამერიკის შეერთებული შტატები áƒ£áƒ áƒ§áƒ”ვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს მხარდაჭერა ორმხრივი პარტნიორობის "ცენტრალური პრინციპია“.

კლინტონმა ასევე გამოხატა აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის დაეხმაროს საქართველოს გააუმჯობესოს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები, მათ შორის ნატოსთან თავსებადობის და ავღანეთის კოალიციურ ძალებში საქართველოს მონაწილეობის კუთხით. მან სექტემბერში ჰელმანდის პროვინციაში ხუთი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

"მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია,“ – განაცხადა კლინტონმა და დასძინა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. მისი თქმით საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებს ”კონსტრუქციულად” ეკიდება.

მან áƒáƒ™áƒ£áƒžáƒ˜áƒ áƒ”ბული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიისადმი მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს სტრატეგიის "მნიშვნელოვანი მიზნების“ შესრულებაში.

თავის გამოსვლაში კლინტონმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ–ის მზადყოფნა განაგრძოს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ სამართლიანი არჩევნები, ძლიერი ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება "გრძელვადიანი სტაბილურობის საწინდარია“. 

მან ასევე აღნიშნა, რომ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივმა არჩევნებმა "აშკარა, ხელშესახები áƒžáƒ áƒáƒ’რესი“ აჩვენა, თუმცა კიდევ ბევრი რჩება გასაკეთებელი იმისათვის, რომ მოგვარდეს პოლიტიკური კონკურენციის, áƒ—ანხების მოზიდვის, ანგარიშვალდებულების, მათ შორის არჩევნების დროს სავარაუდო დარღვევების გამოძიების საკითხები.

კლინტონმა განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ "ქართული დემოკრატია არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აჭარბებს კიდეც საერთაშორისო სტანდარტებს“.

"ეს მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ხალხისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატება უკვე წარმოადგენს მაგალითს სხვა ქვეყნებისთვის.
 
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა "ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეფორმების თვალსაზრისით, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას“.

მისი თქმით ამ რეფორმას შესაძლოა დაეფუძნოს მთელი ის მიღწევები რასაც საქართველოში ვარდების რევოლუციის შმდეგ ქონდა ადგილი. ”ვიმედოვნებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესისას, პარლამენტი გაათვიცნობიერებს ამ შესაძლებლობის არსებობას,“ დასძინა კლინტონმა.

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ áƒ áƒ”კომენდაციებს áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოში ხელისუფლების შტოებს შორის უერთიერთკონტროლისა და ბალანსის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში დახმარების გასაწევად,“ – განაცხადა კლინტონმა.

ვენეციის კომისიამ წინასწარი რეკომენდაციები საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს გამოაქვეყნა; სექტემბერში მან განაცხადა, რომ საბოლოო რეკომენდაციები ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება მზად.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 1 ოქტომბერს მიიღო. პროექტი პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით უნდა დაამტკიცოს, ვიდრე ის კანონის სახეს მიიღებს. თუმცა, ბოლო áƒ›áƒáƒ¡áƒ›áƒ”ნის დროს პროექტში რედაქციულის გარდა, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები ვერ შევა.

Civil.Ge © 2001-2024