გილაური საქართველოში მედიის თავისუფლებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Oct.'10 / 15:27

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა უარყო, რომ საქართველოში მედიის საკუთრების გამჭირვალობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები არსებობს და განაცხადა, რომ ქვეყანაში მრავალფეროვანი მედია გარემო არსებობს, სადაც ზოგიერთი მედია საშუალება "კარგ რამეებს ამბობს მთავრობაზე,“ ზოგიერთი კი áƒ¡áƒáƒ™áƒ›áƒáƒáƒ“ კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ.

7 ოქტომბერს ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამომსვლისას გილაურმა განაცხადა, რომ როგორც სხვაგან, ისე საქართველოშიც სხვადასხვა ტელეკომპანიები მიმდინარე მოვლენებს განსხვავებული ”ინტერპრეტაციით” აშუქებენ.

"მე ეს აბსოლუტურად ყველგან მინახავს... ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი არჩევნების დროს, იყო ერთი ტელეკომპანია, რომელიც სრულიად განსხვავებულ რეალობას აჩვენებდა, და მეორე, რომელიც სრულიად სხვა რამეს ამბობდა, რაც ნორმალურია დემოკრატიული საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა გილაურმა.

როდესაც მას კონკრეტულად მედია საშუალებების საკუთრების გამჭირვალობაზე ჰკითხეს, მან მოკლედ უპასუხა: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი [საკითხია]; არ ვიცი რომელიმე მედია საშუალება, რომელსაც შესაძლოა ეს პრობლემა ჰქონდეს“.

მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხებოდა, ევროკავშირმა განაცხადა, რომ პრობლემები კვლავ რჩება სამაუწყებლო მედიის საკუთრების გამჭირვალობასთან áƒ“აკავშირებით.
 

Civil.Ge © 2001-2024