ოპოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმირებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Oct.'10 / 12:52

რვა ოპოზიციურმა პარტიამ 12 ოქტომბერს მოუწოდა ხელსუფლებას მოლაპარაკებები დაიწყოს საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, რომლის დეტალებიც პარტიების ჯგუფმა გასულ კვირას წარადგინა.

"მოგმართავთ წინადადებით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ პროცესი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ხელს უშლის საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას,“ – ნათქვამია რვა პოლიტიკური პარტიის წერილობით მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სახელზე გაკეთდა.

მიმართვას ხელს აწერენ ახალი მემარჯვენეები, ეროვნული ფორუმი, საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს გზა, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა და ხალხის პარტია. ამ პარტიების წარმომადგენლებმა და ლიდერებმა თავიანთი წინადადებები საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით თბილისში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს 12 ოქტომბერს წარუდგინეს.

"ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, განვიხილოთ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას,“ – ნათქვამია მიმართვაში. 

პოლიტიკური პარტიების მიმართვა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის არჩევნების სისტემა; ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი; არჩეევნების დღე (ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურები); საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი; საარჩევო დავების განხილვის სისტემა; და საარჩევნო კამპანიაში თანაბარი მონაწილეობის áƒ£áƒ–რუნველყოფა.

Civil.Ge © 2001-2024