პარიზი მიესალმა მოსკოვის განცხადებას პერევიდან ძალების გაყვანის თაობაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Oct.'10 / 11:27

საფრანგეთი მიესალმა მოსკოვის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი სოფელ პერევიდან საკუთარი ძალების გაყვანას აპირებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ რუსეთის მიერ ჟენევის დისკუსიების მეცამეტე რაუნდზე გაკეთებული განცხადება "კარგი სიახლეა“ და  სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია იმ ფონზე, როცა პრობლემები კვლავ რჩება.

სამინისტრომ ასევე მოუწოდა "ყველა მხარეს სრულად შეასრულოს“ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და ასევე მისი შემდგომი 8 სექტემბრის შეთანხმება. საფრანგეთის საგარეო უწყებამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ჟენევის მოლაპარაკებების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

Civil.Ge © 2001-2024