რუსმა ჯარისკაცებმა პერევი დატოვეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Oct.'10 / 11:20

რუსმა სამხედროებმა 18 ოქტომბერს, საღამოს საჩხერის რაიონის სოფელ პერევი დატოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი "სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასა.

"თითოეული სოფლის დეოკუპაცია უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და, განსაკუთრებით, ამ სოფლების მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის,“ – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

"თუმცა, ხაზგასასმელია, რომ სოფ. პერევიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანა მხოლოდ მიკროსკოპული ნაბიჯია იმ ვალდებულებების ფონზე, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად,“ – ნათქვამია განცხადებაში.

სოფელში განთავსებული რუსული ძალები პატარა ადგილობრივ გზას აკონტროლებდნენ, რომელიც ახლომდებარე სამხრეთ ოსურ სოფელს დანარჩენ სეპარატისტულ რეგიონს უკავშირებდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა 14 ოქტომბერს, როდესაც გაკეთდა განცხადება პერევიდან რუსული ძალების გაყვანის განზრახვის თაობაზე, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ახალი, áƒáƒšáƒ¢áƒ”რნატიული გზა გაიყვანეს და ამიტომ რუსული ძალები მზად იყვნენ დაეტოვებინათ სოფელი.

სოფელი პერევი საჩხერის რაიონში შედის და ერთადერთი ადგილი იყო áƒ§áƒáƒ¤áƒ˜áƒšáƒ˜ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ áƒ áƒ£áƒ¡áƒ£áƒšáƒ˜ კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 2008 წლის დეკემბერში რუსულმა ძალებმა ცოტა ხნით დატოვეს სოფელი, თუმცა ამ ნაბიჯიდან რამოდენიმე საათში ისევ შემოვიდნენ და ხელახლა მოაწყვეს გამშვები პუნქტები. რუსულმა მხარემ დაბრუნების მიზეზად პერევში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების სწრაფი განთავსება დაასახელა.

Civil.Ge © 2001-2024