”საქართველოს ფოსტა” იყიდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Oct.'10 / 15:21

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო აპირებს მის მფლობელობაში არსებული შპს "საქართველოს ფოსტის” გაყიდვას.

სამინისტროს ინფორმაციით, პოტენციური ინვესტორებისთვის ინტერესთა გამოხატვის ვადა 2010 წლის 20 დეკემბერს იწურება.

"საქართველოს ფოსტა“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე უმსხვილესი საფოსტო კომპანიაა, საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს და მის კუთვნილებაში დაახლოებით 87 000 კვ.მ. მიწის ფართი და 100 000 კვ.მ. შენობის ფართია. "საქართველოს ფოსტას“ ფილიალების ქსელი აქვს თბილისსა და áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს ყველა რაიონულ ცენტრში.

Civil.Ge © 2001-2024