ექსპერტებმა მედიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Oct.'10 / 13:03

ჟურნალისტთა და იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფმა მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც, ავტორთა თქმით, ქვეყანაში მედია გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

პაკეტი, რომელიც áƒ áƒ•áƒ კანონპროექტს მოიცავს, სხვა საკითხებთან ერთად მედია ორგანიზაციების მფლობელების და ფინანსების სრული გამჭირვალობის საკითხსაც ეხება.

ჯგუფმა წინადადებათა პაკეტის შემუშავება პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ბაქრაძემ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიღებული იქნება ახალი კანონი, რომელიც მედია მფლობელობის და ფინანსების გამჭირვალობას უზრუნველყოფს. მისი თქმით, კანონპროექტი მომდევნო ორ კვირაში მომზადდება.

ინიციატივამ ზოგადი áƒ›áƒáƒ¬áƒáƒœáƒ”ბა დაიმსახურა, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მხარს უჭერენ ამგვარ ღონისძიებებს, ასევე აცხადებენ, რომ მათ ჯერ უნდა ნახონ, თუ როგორი იქნება ფორმულირებები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ პროექტში; მედია აქტივისტები ასევე აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა საკმარისი არ არის და დამატებითი ნაბიჯებია საჭირო ქვეყანაში მედია გარემოს გასაუმჯობესებლად და ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების გამოსასწორებლად.

ჯგუფში, რომელმაც წინადადებების პაკეტი მოამზადა, áƒ¨áƒ”დიან გაზეთ "რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, მედია მკვლევარი ნინო დანელია და იურიდიული ექსპერტები გიორგი ჩხეიძე და ვახტანგ ხმალაძე. წინადადებები ასევე მოიცავს ისეთ საკითხს, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივება – პრობლემა, რომელიც ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად არის ჟურნალისტების უკმაყოფილების წყარო.

შემოთავაზება ასევე შეიცავს ზომებს ხანგრძლივი სასამართლო განხილვების ვადების შესამცირებლად ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას და ამგვარ საქმეებზე სასამართლო ბაჟის გაუქმებას. ის ასევე მოიცავს მაუწყებელთა ლიცენზირების საკითხებს, ასევე სამაუწყებლო მედიაში ინტერესთა კონფლიქტთან და რეკლამის მკაფიო რეგულაციებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ავტორთა áƒ¯áƒ’უფმა განაცხადა, რომ áƒ¨áƒ”ხვედრებს გეგმავს დეპუტატებთან ცვლილებათა ამ პაკეტის ლობირების მიზნით.

Civil.Ge © 2001-2024