ბაქრაძე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის საპარლამენტო ფორმატში დაწყების მომხრეა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Oct.'10 / 16:19

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მზადყოფნა გამოხატა, რომ áƒ¡áƒáƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტო ფორმატში დაიწყოს მუშაობა საარჩევნო áƒ’არემოს გაუმჯობესებაზე, "წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე“. 

"მე მზად ვარ შევხვდე ყველა იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელიც გახსნილად, წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე, კომპრომისის მზადყოფნით მობრძანდება პარლამენტში. ჩვენის მხრიდან ასეთი გახსნილობა და კომპრომისის მზადყოფნა არსებობს და ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ასეთივე შეხედულება აქვს, ჩვენ მივესალმებით და მზად ვართ მათთან ერთად ვიმუშაოთ,“– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 28 ოქტომბერს.

“საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება უნდა იყოს დამყარებული ნდობაზე, უნდა იყოს დამყარებული პარტიებს შორის მოლაპარაკებაზე და შეთანხმებაზე და მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ულტიმატუმები ან მზა დოკუმენტები ხელს შეუწყობს, ამ თვალსაზრისით  მოლაპარაკებების პროცესს,“– აღნიშნა მან.

ეს იყო პირველი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს რვა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო წინადადებები მოამზადეს, ხელისუფლებას მოლაპარაკებების დაწყებისკენ, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ პროცესის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ”ბის áƒáƒ¤áƒ˜áƒªáƒ˜áƒáƒšáƒ£áƒ  მიმართვაში მოლაპარაკებების დაწყების კონკრეტულ ვადებსა ან რაიმე სახის პირობებზე არაფერი იყო ნათქვამი.

ამ რვა პოლიტიკურ ძალას შორის არის ასევე საპარლამენტო უმცირესობის წამყვანი პარტია, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა.

დღეს ქრისტიან–დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის სხვა პარტიების მონაწილეობით საარჩევნო კოდექსის თემატიკაზე პარლამენტში დახურული სხდომა გაიმართა.

როგორც ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, უმცირესობა შეთანხმდა, რომ პარლამენტის, როგორც "ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის“, თავმჯდომარეს თხოვოს, რომ მოლაპარაკებების პროცესი არ გაიწელოს, დაიწყოს უპირობოდ და იყოს "რეალური“.

საპარლამენტო უმცირესობის ფორმატით გაჟღერებულ ამ თხოვნას პარლამენტის თავმჯდომარის სწრაფი საპასუხო განცხადება მოჰყვა მაშინ, როცა áƒ“ღემდე დეპუტატები მმართველი პარტიიდან თავს იკავებდნენ რვა ოპოზიციური პარტიის შეთავაზებაზე კონკრეტული პასუხის გაცემისაგან.

ქრისტიან–დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით, "აბსოლუტურად იდენტურია" სხვადასხვა ფორმატით გაკეთებული მოწოდებები ხელისუფლების მიმართ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

"მთავარია დროულად დაიწყოს პროცესი, მთავარია გაიხსნას ეს პროცესი და დაიწყოს მოლაპარაკებები,"– განუცხადა მან 28 ოქტომბერს ჟურნალისტებს, "აი ამ მიდგომებში მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ ვერც რვა პარტიის ფორმატში მოთანამშრომლე პარტიების მიდგომებსა და ვერ საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში მოთანამშრომლე პარტიებს შორის".

მაისის ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებული დისკუსიები აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებული იყო, თუმცა ცალკეულ საკანონმდებლო წინადადებებზე კონსენსუსის არ არსებობის გამო ეს ფორმატი ჩაიშალა და პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად, რვა ოპოზიციური პარტიის ინიციატივაზე მსჯელობის დაწყება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) შუამავლობით იყო ნავარაუდევი.

Civil.Ge © 2001-2024