"როიტერი": საქართველომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 პირი დააკავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Oct.'10 / 18:22

”როიტერმა” პარასკევს საღამოს, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 20 პირი დააკავეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები.

ამავე ინფორმაციით, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა áƒ“ა áƒ˜áƒ¡áƒ˜áƒœáƒ˜ ეჭვმიტანილები არიან საქართველოში ჯაშუშთა ქსელის ჩამოყალიბებაში და რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში.

სხვა დეტალები áƒ£áƒªáƒœáƒáƒ‘ია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

"ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებთ; მე ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ [”როიტერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას],“ – განუცხადა შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა Civil.ge-ს. 

Civil.Ge © 2001-2025