ოპოზიციას საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებათა ფორმატის შეთანხმება სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Nov.'10 / 12:18

რვა ოპოზიციურმა პარტიამ,  რომლებმაც, დაახლოებით, ერთი თვის წინ წარმოადგინეს წინადადებები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გაიმართოს შეხვედრა, სადაც შემუშავდება ფორმატი, რომლის ფარგლებშიც უნდა დაიწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებები.

რვა ოპოზიციური პარტიის მიერ 1 ნოემბრის ერთობლივი განაცხადების გავრცელება მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მხრიდან გამოთქმულ მზადყოფნას მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. თუმცა, áƒ‘აქრაძემ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, "მზა დოკუმენტების“ გარეშე.

“ჩვენც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე და ვთავაზობთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმოკლეს დროში შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატის შესახებ,“– ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

“ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობას,“– აცხადებს რვა პარტია.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, აკაკი მინაშვილმა 29 ოქტომბერს Civil.ge-ს განუცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ოპოზიციასთან შესახვედრად მოლაპარაკებების ფორმატის ერთობლივად შეთანხმების მიზნით.

Civil.Ge © 2001-2024