თბილისსა და თეირანს შორის რეგულარული ფრენები აღდგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Nov.'10 / 11:00

ქართულმა ავიაკომპანიამ “ჯორჯიან ეარვეისი” 2 ნოემბერს თბილისი–თეირანის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ფრენების განხორციელება დაიწყო, რაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, ირანიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ფრენებით, რომელიც კვირაში ორჯერ განხორციელდება, ორ ქვეყანას შორის ათი წლის წინ შეწყვეტილი პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა.

საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ განაცხადა 2 ნოემბერს, რომ წელს ირანელი ტურისტების რაოდენობა 80%–ით გაიზარდა და პირდაპირი áƒ¡áƒáƒ°áƒáƒ”რო მიმოსვლა áƒáƒ› ტენდენციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

რეგულარული ფრენების განახლება წინ უსწრებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩარ მოთაქის ვიზიტს საქართველოში 3–4 ნოემბერს, რომელიც ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მოაწერს ხელს და ბათუმში ირანის საკონსულოს გახსნის.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლა და რეგულარული პირდაპირი ფრენები ორმხრივი ეკონონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეუწყობს ხელს.

ირანი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის არ შედის. სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის, 2008 წელთან შედარებით, 2009 წელს 41.5%–ით შემცირდა და 36.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 41.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 

Civil.Ge © 2001-2024