საქსტატი: ოქტომბერში ინფლაციამ 9.6% შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Nov.'10 / 12:24

წლიური ინფლაცია ოქტომბერში 9.6% იყო, იტყობინება  ”საქსტატი” 5 ნოემბერს.

ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაცია სექტემბერში 9.8% იყო.

ოქტომბრის ბოლოს, როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%-მდე გაიზარდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე – 6%-მდე შესამცირებლად ”არსებობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროება.”

Civil.Ge © 2001-2024