რუსეთის საგარეო უწყება: ”საქართველოს ჯაშუშომანია პროვოკაციაა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Nov.'10 / 18:22

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოში დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ამ ”პროვოკაციით“ ნატოსა და ეუთოს სამიტების წინ ყურადღება მიიქციოს.

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია სულ 13 პირი, რომელთაგან ცხრა საქართველოს, ხოლო ოთხი რუსეთის მოქალაქეა.

”სააკაშვილის რეჟიმი ანტირუსულ ნიადაგზე ქრონიკული ჯაშუშომანიით არის დაავადებული. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ მიმართავდა მსგავსი სკანდალის ფაბრიკაციას, რაც ცინიკურად გათვლილია შიდაპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებაზე," – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "პროვოკაციისთვის“ დრო სპეციალურად შეირჩა და ის ხდება ამ თვის ბოლოს ლისაბონში დაგეგმილი ნატოს სამიტისა და 1–2 დეკემბერს ასტანაში ეუთოს სამიტის წინ.

"ნატოს უახლოეს სამიტზე ლისაბონში საქართველოს ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა áƒ¡áƒ™áƒáƒœáƒ“ალით მიიქციოს ყურადღება,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და იქვე დასძინა, რომ იგივეს ემსახურებოდა საქართველოს მიერ აპრილში ბირთვული უსაფრთხოების შესახებ ვაშინგტონის საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს თბილისმა აფხაზეთიდან გამდიდრებული ურანის კონტრაბანდა აღკვეთა.

"ნათელია ისიც, რომ ასტანაში ეუთოს სამიტზე, ქართული მხარე ემზადება გამოვიდეს მორიგი კონფრონტაციული ანტირუსული რიტორიკით, რაც მიზნად ისახავს მონაწილეებს თავს მოახვიოს კავკასიაში სიტუაციის საკუთარი ხედვა,” – განაცხადა რუსეთის საგერეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ ბოლო დროს მსგავს ქმედებებს სულ უფრო სკეპტიკურად ეხმაურება მსოფლიო საზოგადეობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომზე ჰაიდი áƒ¢áƒáƒšáƒ˜áƒáƒ•áƒ˜áƒœáƒ˜áƒ¡ დასკვნა გამოქვეყნდა. 

სამინისტროს თქმით, ჯაშუშობაში ბრალდებულთა დაკავებით თბილისი ასევე ცდილობს ”ქვეყანაში ანტირუსული ისტერიის შესანარჩუნებლად ’რუსეთის საფრთხე’ საფრთხობელად áƒ’ამოიყენოს.”  

Civil.Ge © 2001-2024