ქართველი სამხედროების როტაცია ჰელმანდში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Nov.'10 / 17:40

საქართველოს შეიარაღებული ძალების 31–ე ბატალიონის 749 ჯარისკაცი, რომელიც აპრილიდან მოყოლებული ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა, áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოში დაბრუნებას áƒáƒ áƒ¨áƒáƒ‘ათს საღამოს დაიწყებს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

31–ე ბატალიონს მესამე ქვეითი ბრიგადის 32–ე ბატალიონი ეტაპობრივად ჩაენაცვლება და როტაციის პროცესი, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

ჰელმანდის პროვინციაში სექტემბრის დასაწყისში და სექტემბრის ბოლოს, ორი ინციდენტის დროს ხუთი ქართველი სამხედრო დაიღუპა - ხუთივე 31-ე ბატალიონიდან.

საქართველომ შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონი ჰელმანდში, აშშ-ის მეთაურობის ქვეშ, 2010 წლის აპრილში გააგზავნა, რითაც ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა ავღანეთში, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდა. პირველად საქართველომ ავღანეთში ერთი ასეული 2009 წლის ნოემბერში, საფრანგეთის მეთაურობის ქვეშ áƒ’ააგზავნა.

Civil.Ge © 2001-2024