სააკაშვილი: ობამასთან შეხვედრით ”ძალიან კმაყოფილი ვარ”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Nov.'10 / 12:31

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავად ის ფაქტი, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა ნატოს ლისაბონის სამიტის ფარგლებში დაგეგმილ რამოდენიმე ორმხრივ შეხვედრას შორის ერთ–ერთი მის ქართველ კოლეგასთან გამართა, "მნიშვნელოვანი სიგნალია“.

“მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით,“ – განუცხადა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს 19 ნოემბერს საღამოს  ბარაქ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, "თქვენ იცით, რომ ეს იყო პრეზიდენტ ობამას აქ ნატოში პრაქტიკულად ცალკე შეხვედრა, თუ არ ჩავთვლით [ავღანეთის] პრეზიდენტ კარზაის და მასპინძლებს [პორტუგალიის ლიდერებს]  – და მთელი ეს სამიტი ეძღვნება ავღანეთს, რა თქმა უნდა,  – და პრაქტიკულად სხვასთან არავისთან არ ჰქონდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი".

"შეხვედრის დროს პრეზიდენტმა უკიდურესად მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოს რეფორმების თაობაზე, მაღალი შეფასება მისცა საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ, ეკონომიკურ რეფორმებს, კარგი ცოდნა გამოიჩინა დეტალების სიტუაციის და როგორც კიდევ ერთხელ ძალიან სერიოზულად გაუსვა... არა მხოლოდ მორიგ მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, არამედ იმასაც რომ ისინი ამაზე მუშაობენ; და რა თქმა უნდა, ასევე მხარდაჭერას იმ გზაზე, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ნატოს წევრობისკენ“.  

Civil.Ge © 2001-2024