სააკაშვილის თქმით, საქართველო ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Nov.'10 / 12:01

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო აღებული ვალდებულებების ერთგული დარჩება და ავღანურ მისიაში áƒ‘ოლომდე იქნება წარმოდგენილი.

სააკაშვილმა ეს განცხადება კანადის პრემიერ–მინისტრთან სტივენ ჰარპერთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც ნატოს ლისაბონის სამიტის ფარგლებში შედგა.

“თქვენ იცით, რომ ჩვენ ჯარების რაოდენობის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებით მეორე ყველაზე დიდი კონტრიბუტორები ვართ ავღანეთში. ჩვენ არ ვაწესებთ შეზღუდვებს [ქართული ჯარისთვის] და ჩვენ ვიბრძვით ამერიკელების, კანადელების, ბრიტანელების გვერდით და ჩვენ გვსურს იქ დარჩენა ვიდრე მისია არ დასრულება,“– განაცხადა მან.

საქართველო ავღანეთში 950 ჯარისკაციანი კონტიგენტითაა წარმოდგენილი; ხუთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა ოპერაციას სექტემბრის დასაწყისსა და ბოლოსკენ მომხდარი ინციდენტების დროს.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა კანადის პრემიერ–მინისტრთან შეხვედრისას: "ჩვენ ძალიან გვიყვარს კანადა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში და არა იმიტომ, რომ კანადა დიდებული ქვეყანაა, არამედ იმიტომ, რომ ის დიდ ყურადღებას აქცევთ ჩვენს რეგიონს, ყოველთვის იცავთ ღირებულებებს და კარგი მოკავშირეა ავღანეთში.“

საქართველოს ვიცე–პრემიერმა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ კანადა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. "ეს ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“– აღნიშნა მან.

Civil.Ge © 2001-2024