გუბაზ სანიკიძე: აქციის მასშტაბი შემდგომ გეგმებს განსაზღვრავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Nov.'10 / 12:00

25 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილი "სახალხო კრების" ერთ–ერთი áƒ—ანამონაწილის, áƒ”როვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ორგანიზატორების სამოქმედო ტაქტიკა აქციის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.

ორშაბათს საღამოს ტელეკომპანია "მაესტროს“ ეთერში საუბრისას მან განაცხადა, რომ 25 ნოემბერი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის დასასრულის დაწყების მანიშნებელი იქნება.

სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზატორებს ორი ვარიანტი აქვთ – ერთი, რომელიც ფართომასშტაბიანი აქციის შემთხვევაში იქნება გამოყენებული, რომლის დროსაც, მისი თქმით, "ათიათასობით“ ადამიანი უნდა გამოვიდეს აქციაზე; "ამ შემთხვევაში, მიზნის მიღწევის დრო უფრო შემჭიდროვდება,“ – განაცხადა მან. და მეორე ვარიანტი – მცირემასშტაბიანი აქცია, რომლის შემთხვევაშიც, მისი თქმით, მეტი დრო იქნება საჭირო საბოლოო მიზნის – სააკაშვილის გადადგომის – áƒ›áƒ˜áƒ¡áƒáƒ¦áƒ¬áƒ”ვად. სანიკიძემ ამ ორი ვარიანტის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.  

მისი თქმით, პროცესის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, "აქ ხანგრძლივი სტაგნაცია და პოლიტიკური უდაბნო იქნება“.

ეროვნული ფორუმი იმ ოპოზიციური პარტიების ჯგუფის წევრია, რომელმაც მმართველ პარტიასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები დაიწყო. სანიკიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია კვლავ ამ ჯგუფის წევრია áƒ“ა ასევე აღნიშნა, რომ აქციის თანაორგანიზატორობა და ამავე დროს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესთან კავშირი "სავსებით თავსებადია“. მისივე თქმით, მას არ ჰგონია, რომ საარჩევნო რეფრომაზე მოლაპარაკებები რაიმე შედეგს გამოიღებს.    

Civil.Ge © 2001-2024