![]() |
|||
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნატოს ლისაბონის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებაში გამოყენებული ფორმულირება მისი ალიანსში საბოლოო გაწევრიანების გზაზე, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ეტაპის ამოღების ტოლფასია. "წინა გადაწყვეტილებებში ასახული იყო, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი, თუმცა არ უნდა მომხდარიყო MAP–ისთვის გვერდის ავლა – ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჯერ წევრობის სამოქმედო გეგმის [MAP-ის] ეტაპი უნდა გაევლო. თუ ჩვენ [ლისაბონის სამიტის დეკლარაციის] ტექსტს ყურადღებით წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ ახლა ჩვენ ნატო–საქართველოს კომისია და სხვა უკვე არსებული ფორმატები უნდა გავიაროთ, ამრიგად რაიმე შემდგომი ეტაპები აღარ გვჭირდება; ეს არის ერთი დიდი ტვირთი, რომელიც საქართველოს მოშორდა,“ – განაცხადა სააკაშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025