გუბაზ სანიკიძე: წარმატებისთვის მეტი ხალხია საჭირო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Nov.'10 / 17:12

ეროვნული ფორუმის ერთ–ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა პარლამენტის წინ რამოდენიმე ათასიან საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას, რომ მეტი ადამიანია საჭირო, რათა პრეზიდენტი სააკაშვილი იძულებული გახდეს რომ áƒ’ადადგეს.

25 ნოემბერს პარლამენტის წინ „სახალხო კრებად“ წოდებულ საპროტესტო აქციაზე რამოდენიმე ათასმა მომიტინგემ რუსთაველის გამზირი გადაკეტა. ორგანიზატორებმა, მათ შორის რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ნინო ბურჯანაძის პარტიის და ეროვნული ფორუმის ჩათვლით, განაცხადეს, რომ აქცია იმ პროცესის დაწყების მანიშნებელია, რომელიც საბოლოოდ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომით დასრულდება. 

"სახალხო კრების" დელეგატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების უნდობლობის ვერდიქტს, ასევე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მიხედვითაც, "კრება უფლებამოსილია მოუწოდოს და გაუძღვეს მოსახლეობას ხელისუფლების უკანონო ქმედებების მიმართ შეურიგებლობისა და საყოველთაო დაუმორჩილებლობის მწვავე საპროტესტო პროცესებისკენ, რათა სამართლებრივი გზით შეიცვალოს არსებული ხელისუფლება".

ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ მიმართა მომიტინგეებს, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად "გვჭირდება გაცილებით მეტი ქართველი, ვიდრე დღეს ვართ აქ“. თავის გამოსვლაში სანიკიძემ აქციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები გააკრიტიკა და სთხოვა მონაწილეებს, რომ áƒ˜áƒ›áƒ”დი არ გაუცრუვდეთ.

“ვინც დღეს მიტინგზე არ მოხვედით, მეტი რაღა უნდა გიქნათ სააკაშვილმა? ვართ ჩვენ ერი თუ არა, იმათ ვეკითხები, ვინც დღეს არ მობრძანდა და ვინც მიხეილ სააკაშვილი გაახარა?“– განაცხადა სანიკიძემ თავის გამოსვლაში.

"შეიძლება დღეს რაღაცა გვინდოდეს, მაგრამ შეიძლება არ გამოვიდეს დღეს და ხვალ მაინც გამოვიყვანთ,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ახლა აქტიური კამპანია უნდა დაიწყოს რეგიონებში უფრო მეტი მხარდამჭერების მობილიზების მიზნით.

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიმართა აქციას: "ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟისთვის, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება“.

მისი თქმით, შეიქმნება მხარდამჭერთა "კომიტეტები“ რეგიონებში, "რომლებიც მოამზადებენ დიდ დაუმორჩილებლობის აქციას“. 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას აქტიურად აშუქებდა ტელეკომპანია "მაესტრო“. ტელეკომპანია ასევე უზრუნველყოფდა პირდაპირ ჩართვებს აქციიდან. აქციის თემა მხოლოდ მოკლედ მოიხსენიეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და "რუსთავი 2"–მა თავიანთ áƒ“ღის áƒ¡áƒáƒ˜áƒœáƒ¤áƒáƒ áƒ›áƒáƒªáƒ˜áƒ გამოშვებებში.

Civil.Ge © 2001-2024