ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Nov.'10 / 18:30

პარლამენტის წინ გამართული სახალხო კრება, რომელშიც რამოდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა თბილისიდან და რეგიონებიდან, ორ საათს გაგრძელდა და დაიშალა.

თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტი გამოხატა იმის გამო, რომ დღევანდელი შეკრება კონკრეტული შედეგის გარეშე და მათი იმედგაცრუებით დასრულდა. áƒ›áƒáƒ›áƒ˜áƒ¢áƒ˜áƒœáƒ’ეთა მცირე ნაწილი მაინც რჩება პარლამენტის შენობასთან, თუმცა საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, რომელიც გადაკეტილი იყო აქციის მსვლელობის დროს, აღდგა.

"ვიცი რომ ხალხს არ უნდა სახლში წასვლა, მაგრამ იმისათვის რომ შემდგომი მოქმედებები იყოს, საჭიროა ამ ადამიანებმა მხარდამჭერების მობილიზაცია მოახდინონ,“– განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

“რა თქმა უნდა, ხალხი უნდა წავიდეს ახლა იმიტომ, რომ კრება დასრულდა, კრებამ მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს გამოუცხადეს უნდობლობა, კონსტიტუციას ახალმიღებულს გამოუცხადეს უნდობლობა –  áƒ©áƒ•áƒ”ნ უკან არ ვიხევთ არცერთი ნაბიჯით, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ კრების დღეს ბრძოლა დაიწყებოდა და ჩვენ ეს ბრძოლა დავიწყეთ,“– აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

სახალხო კრების წარმომადგენელმა, ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადა აქციის დასრულებამდე მონაწილეებს, რომ თუ დღევანდელ აქციაზე "ზღვა ხალხი“ მოვიდოდა, "დავიწყებდით აქედანვე მოქმედებას და დავამთავრებდით კიდევაც ყველაფერს –  აი ამისათვის ვიყავით დღეს მზად“.

“მაგრამ აქ მოვიდა ის რაოდენობა ხალხის, რაც აუცილებელი იყო კრების ჩასატარებლად, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ცოტა მეტი მოთმინება, მეტი შრომა, მეტი გარჯა,“– განაცხადა მან, "როდესაც ჩვენ ჩავატარებთ უახლოეს მომავალში ამ სამუშაოს [დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნას] ჩვენ დავთქვამთ თარიღს... როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავათავისუფლებთ საქართველოს იმ ჭირისაგან, რასაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილი“.

ორგანიზატორთა განცხადებით, რეგიონებში შეიქმნება კომიტეტები, რომლებიც მოამზადებენ დაუმორჩილებლობის აქციას. 

Civil.Ge © 2001-2024