მთავრობა „თავისუფალ ტურისტულ ზონას“ ანაკლიაშიც ქმნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Nov.'10 / 17:09

ქობულეთში "თავისუფალი ტურისტული ზონის“ შექმნის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ იგივე ინიციატივა ანაკლიასაც შეეხება.

პარლამენტმა 26 ოქტომბერს áƒ“აამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ნაწილობრივ ათავისუფლებს გადასახადებისგან იმ ინვესტიციებს, რომლებიც ქობულეთში 11.4 ჰექტარ ფართობზე áƒ¡áƒáƒ¡áƒ¢áƒ£áƒ›áƒ áƒáƒ”ბის მშენებლობაში ჩაიდება.

კანონის თანახმად, ინვესტორი, რომელიც სულ ცოტა 1 მილიონ ლარს ჩადებს ქობულეთში სასტუმროს მშენებლობაში, მომდევნო 15 წლის მანძილზე მოგების და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება.

30 ნოემბერს ანაკლიაში საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგივე წესები გავრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებიც ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობაში ჩადებენ ფულს. მან ასევე აღნიშნა, რომ ინვესტორი, რომელიც 100–ნომრიან სასტუმროს ააშენებს, კაზინოს გასახსნელად საჭირო 5 მილიონი ლარის ოდენობის სალიცენზიო მოსაკრებლისგან გათავისუფლდება.    

მისი თქმით, მთავრობამ უკვე დაიწყო ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ანაკლიაში, რაც გზების გარდა აეროპორტის მშენებლობასაც ითვალისწინებს.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდებიან ის ინვესტორები, რომლებიც მშენებლობას 18 თვეში დაასრულებენ. ქობულეთის შემთხვევაში, კანონის თანახმად, საბოლოო ვადებს სპეციალური სახელმწიფო კომისია თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის განსაზღვრავს.  

"ინვესტორებო ყველა ქვეყნისა მშეერთდით აქ ანაკლიაში,“ – განაცხადა სააკაშვილმა.   

Civil.Ge © 2001-2025